გააკეთე ტესტი და გაიგე - ბუ ხარ თუ ტოროლა? მას, ვისაც უფრო ღამის ცხოვრება უყვარს და დილას - ძილი, ბუს ეძახიან ხოლმე, ხოლო ვისაც დილით ადრე გაღვიძება სჩვევია, დღე ძალიან აქტიურია, ღამე კი ადრე იძინებს - ტოროლას. გააკეთე ტესტი და გაიგე - ბუ ხარ თუ ტოროლა?
1. გიჭირს დილით ადრე ადგომა?
ა) დიახ - 2
ბ) არა - 1
2. გიხარია გათენება?
ა) დიახ - 1
ბ) არა - 2
3. შენი აზრით, რომელი უფრო ლამაზია:
ა) მზე - 1
ბ) მთვარე - 2
4. გიყვარს ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ყურება?
ა) დიახ - 2
ბ) არა - 1
5. გეშინია სიბნელის?
ა) დიახ - 1
ბ) არა - 2
6. მალე იღლები და დასაძინებლად ადრე მიდიხარ ხოლმე?
ა) დიახ - 1
ბ) არა - 2
7. გიყვარს გვიანობამდე ტელევიზორის ყურება?
ა) დიახ - 2
ბ) არა - 1
8. რომელი ფერი უფრო გიყვარს?
ა) შავი - 2
ბ) თეთრი - 1
ახლა შეაჯამე დაგროვილი ქულები და წაიკითხე შენი შედეგი.
11-16 ქულა: ღამის მოყვარული ბუ ხარ. როცა ღამდება, თითქოს სხვა ენერგიით ივსები. შენი მფარველი მთვარეა. ღამის სიჩუმე და ვარსკვლავებით მოჭედილი ცა განსაკუთრებულ სიამოვნებას განიჭებს. შესაძლოა შენგან ასტრონომი დადგეს, ან ყველა სხვა შემთხვევაში შენი საქმიანობა ღამესთან იქნება დაკავშირებული.
7-10 ქულა: ნამდვილი ტოროლა ხარ. როგორც კი ინათებს, მაშინვე ფეხზე ხარ. არ გიყვარს დიდხანს ძილი. მიგაჩნია, რომ ძილში დრო იკარგება. მზე დიდ ძალას და ენერგიას გმატებს. მაქსიმალურად იყენებ მთელ დღეს - თამაშსაც ასწრებ და შრომასაც.