უპასუხე ჩვენს შეკითხვებს გულახდილად, შემოხაზე შენი არჩეული პასუხი და გაიგებ, როგორი ბავშვი გინდა, გეჯდეს გვერდით გაკვეთილებზე.
უპასუხე ჩვენს შეკითხვებს გულახდილად, შემოხაზე შენი არჩეული პასუხი და გაიგებ, როგორი ბავშვი გინდა, გეჯდეს გვერდით გაკვეთილებზე. ვნახოთ, თუ გიზის გვერდით მართლაც "საშენო" კლასელი?
1. როცა შესვენება მთავრდება, საკლასო ოთახისკენ პირველი გარბიხარ?
ა) არა;
ბ) კი.
2. ყოველთვის ამზადებ საშინაო დავალებას?
ა) თითქმის ყოველთვის;
ბ) ყოველთვის არა.
3. როცა მასწავლებელი გაკვეთილს ხსნის, შენ ...
ა) მეგობართან ჭორაობ;
ბ) სულგანაბული უსმენ.
4. არდადეგებზე სკოლა ცოტათი მაინც გენატრება ხოლმე?
ა) კი;
ბ) არა. სულაც არ გენატრებოდა.
5. ვთქვათ, მეგობარმა გათხოვა წიგნი, რომელიც მას ძალიან მოეწონა, შენ ...
ა) მაშინვე იწყებ მის წაკითხვას;
ბ) გამოართმევ და როცა მოიცლი, მაშინ წაიკითხავ.
6. თუ ცუდ ნიშანს მიიღებ ...
ა) გწყინს და ცდილობ, სასწრაფოდ გამოასწორო;
ბ) სულაც არ განიცდი.
7. თუ გაკვეთილები ნასწავლი არ გაქვს სასეირნოდ წახვალ?
ა) არა;
ბ) აუცილებლად. გაკვეთილების მომზადებას მერეც მოასწრებ.
დაითვალე, რამდენი "ა" შემოხაზე და რამდენი - "ბ"
თუ შენს პასუხებში "ა" მეტია, - საკმაოდ სერიოზული ხარ, არ მოგწონს ზედმეტად ხმაურიანი და ცელქი ბავშვები. გინდა, რომ შენი მერხის მეგობარიც ყურადღებით იჯდეს გაკვეთილზე და ხელს არ გიშლიდეს. ის უნდა იყოს ჭკვიანი, კეთილი და სამართლიანი. მოკლედ, ნამდვილი მეგობარი, რომლის იმედი ყოველთვის გექნება.
თუ შენს პასუხებში "ბ" მეტია - დიდი ჭკუამხიარული ვინმე ხარ. ძალიან კარგად იცი, რომ სწავლა ძალზე მნიშვნელოვანი რამაა, მაგრამ მოუსვენარი ხარ და გიყვარს შესვენებებზე სირბილი და თამაში. გინდა, რომ შენ გვერდით შენსავით მხიარული და ცელქი ბავშვი იჯდეს.