გააკეთე ეს ტესტი და გაიგე, ხომ არ გახასიათებს ენატანიობა? 1. როცა დაიკო ან ძამიკო გაბრაზებს, მშობლებს ეუბნები?
ა) დიახ - 0;
ბ) არა - 1.
2. მეგობარი გაკვეთილზე არ გასვენებს, მასწავლებელი შენიშვნას შენ გაძლევს. რას იზამ?
ა) ეტყვი, რომ მეგობარი ხელს გიშლის გაკვეთილის მოსმენაში - 0;
ბ) თავს შეიკავებ და მეგობარს გაკვეთილის დამთავრების შემდეგ გაუბრაზდები - 1.
3. გოგონები თანაკლასელზე ჭორაობენ. შენ...
ა) თანაკლასელს გამოექომაგები - 1;
ბ) გოგონებს ჭორაობაში აყვები - 0.
4. მეგობრების მესაიდუმლე ხარ?
ა) მხოლოდ ზოგიერთის - 1;
ბ) თითქმის ყველა შენ გიშლის გულს - 2.
5. მეგობრების მესაიდუმლე ხარ?
ა) მხოლოდ ზოგიერთის - 1;
ბ) თითქმის ყველა შენ გიშლის გულს - 2.
შეაჯამე ქულები და წაიკითხე შედეგები
0 - 3 ქულა: ენატანია ნამდვილად არ ხარ, არც ჭორაობა გიყვარს და არც სხვისი დაცინვა. რთულ სიტუაციებში პრობლემებს სხვების დაუხმარებლად აგვარებ. ყოველთვის ცდილობ, მეგობრები ერთმანეთს არ გადაჰკიდო. ყველას მესაიდუმლე ხარ. შენი ნდობა შეიძლება.
4 - 8 ქულა: ენაჭარტალა და მოუსვენარი ხარ. თუკი და-ძმამ გაგაბრაზა, მშობლებს აუცილებლად ენას მიუტან. არ გიყვარს, გაკვეთილზე ვინმე რომ გელაპარაკება და ამის გამო მეგობარს მასწავლებელთან აბეზღებ. დაფიქრდი და მიხვდები, რატომ არ გყავს ბევრი მეგობარი. ეცადე, კარგი მესაიდუმლე იყო, შენი ენით ერთმანეთს არავინ გადაკიდო და ნახავ, ყველაფერი კარგად იქნება.