გააკეთე ტესტი და გაიგე, მომავალი ალპინისტი ხარ თუ მეზღვაური. გააკეთე ტესტი და გაიგე, მომავალი ალპინისტი ხარ თუ მეზღვაური
1. სიმაღლის ხომ არ გეშინია?
ა) დიახ - 1;
ბ) არა - 2.
2. გიყვარს ცურვა?
ა) დიახ - 1;
ბ) არა - 2.
3. ჯადოსნური ჯოხი რომ გქონდეს, რომელ არსებად გადაიქცეოდი?
ა) არწივად - 2;
ბ) დელფინად - 1.
4. ბევრი ფული რომ გქონდეს, რომელ ტრანსპორტს იყიდიდი?
ა) თვითმფრინავს - 2;
ბ) გემს - 1.
5. რომელ საქმიანობას მიიჩნევ უფრო საინტერესოდ?
ა) ნადირობას - 2;
ბ) თევზაობას - 1
შეაჯამე ქულები და წაიკითხე შედეგები
6-დან 10 ქულის ჩათვლით: შენ მთაში სიარულისთვის ხარ გაჩენილი. მწვერვალების დაპყრობა, ნადირობა, თოვლში თამაში, თხილამურებზე დგომა და საერთოდ ყველაფერი, რაც მთას უკავშირდება, უდიდეს სიამოვნებას განიჭებს. ძალიან გიზიდავს სიმაღლეები, რაც შენს ხასიათზე მიუთითებს: ყოველთვის ზევით მიიწევ და ცდილობ, მიაღწიო დასახულ მიზნებს.
6 ქულა: შენ ნამდვილი პოსეიდონი ხარ - ზღვის ღმერთი. ზღვაში ცურვა, წყალში თამაში, ზღვის ტრანსპორტით სეირნობა, თევზაობა და უბრალოდ ზღვის პირას წოლა და ნებივრობა დიდ სიამოვნებას განიჭებს. შეეცადე, ხშირად ესტუმრო ზღვისპირა ქალაქებს ან მდინარისპირა სოფლებს. ზღვის სიყვარული შენს ცვალებად ხასიათზე მიუთითებს: ხან მშვიდი, გაწონასწორებული და ლაღი ხარ, ხან კი სწრაფად ბრაზდები და იბუტები.