გააკეთე ტესტი და გაიგე, რამდენად სანდო ადამიანი ხარ.
გააკეთე ტესტი და გაიგე, რამდენად სანდო ადამიანი ხარ.1. როგორ იქცევი, როცა სწრაფი გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო?
ა) ადვილად ვიღებ გადაწყვეტილებას - 3
ბ) ძნელად ვიღებ გადაწყვეტილებას - 1
გ) მშვიდად და აუღელვებლად ვმოქმედებ - 2
2. როგორ რეაგირებ უფროსების შენიშვნებზე?
ა) ვამბობ, რომ ასე აღარასოდეს მოვიქცევი, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ იმავეს ვიმეორებ - 2
ბ) არ ვუსმენ და ყველაფერს ჩემებურად ვაკეთებ. არ მსიამოვნებს, როცა შენიშვნას მაძლევენ - 1
გ) ჩუმად ვისმენ და ძალიან განვიცდი - 3
3. როგორ ელაპარაკები თანატოლებს შენთვის მნიშვნელოვან მომენტში?
ა) სწრაფად და ნერვიულად ვლაპარაკობ, მაგრამ სხვის აზრს აუცილებლად ვუგდებ ყურს - 2
ბ) დიდი უნდობლობით - 1
გ) ნელა, მშვიდად და თავდაჯერებით - 3
4. როგორ იქცევი შენთვის არასასურველ ადგილას (დირექტორის ან ექიმის კაბინეტში)?
ა) ცოტას განვიცდი და ვღელავ - 2
ბ) ძალიან ვნერვიულობ და ვიბნევი - 1
გ) მშვიდად ვზივარ და გარშემო მყოფებს ვათვალიერებ - 3
შეაჯამე ქულები და წაიკითხე შედეგები
5 ქულა: შენთვის უცხოა მეგობრის ერთგულება. ვინმეს გამო თავგანწირვა სასაცილოდ მიგაჩნია. საიდუმლოს შენახვა არ გეხერხება და არც თავად უმხელ ვინმეს საკუთარ საიდუმლოს. მეგობრები შენზე ამბობენ, მაგის ნდობა არ შეიძლებაო.
5-დან 10-მდე: ერთგულებით არ გამოირჩევი, არც ვინმეს გამო იწუხებ დიდად თავს. თუ ხასიათზე ხარ, მეგობარს აუცილებლად დაეხმარები. საიდუმლოს კი მანამ ინახავ, სანამ გაწყობს. ისე, დიდი არხეინი ვინმე ბრძანდები!
10-დან 15-მდე: ძალიან სანდო და ერთგული ბავშვი ხარ. ამასთან, სხარტი გონება გაქვს და სწრაფ გადაწყვეტილებებს იღებ. მეგობარს გაჭირვებაში არასდროს მიატოვებ. საიდუმლოს შენახვაც იცი, ამიტომაც გენდობა ყველა მეგობარი.