გაერთეთ ბავშვებთან ერთად და ამ მხიარულ თამაშ-მკითხაობებში ჩაერთეთ საახალწლო დღეებში ბევრი სახალისო რამის გაკეთება შეიძლება ოჯახის წევრებთან ერთად. ერთ-ერთი მათგანია მხიარული მკითხაობები – საღამოობით ოჯახის წევრები რომ შეიკრიბებით, შეიძლება ამ მხიარულ თამაშში ჩაერთოთ და გაიგოთ, როგორი იქნება თქვენთვის ეს წელი.
რამდენიმე ხალხურ და პოპულარულ მეთოდს გთავაზობთ:
საახალწლო მკითხაობა ბრინჯის მარცვლებით
ჯამი გაავსეთ ბრინჯით. საკუთარ თავს დაუსვით შეკითხვა ან ჩაიფიქრეთ სურვილი და ხელის გული ჩაყავით ჯამში. დათვალეთ, რამდენი მარცვალი მიეკრობა ხელისგულს. ლუწი რიცხვი – უარყოფითი პასუხია, კენტი – დადებითი.
საახალწლო მკითხაობა მანდარინით
ამ მკითხაობისთვის დაგჭირდებათ იმდენი მანდარინი, რამდენ ადამიანსაც სურს მომავლის გაგება. ყველა ჩაუთქვამს სურვილს ან დასვამს შეკითხვას, რომლის პასუხიც გულისხმობს "არას" ან "კის". ამის მერე გაფცქვენით მანდარინი და დათვალეთ ლებნების რაოდენობა. თუ წყვილი ლებანია, სურვილი ასრულდება, თუ კენტია, სურვილი გარკვეული დროის შემდეგ ასრულდება.
საახალწლო მკითხაობა ყინულზე
ჯამში ან ღრმა თეფშში ჩაასხით წყალი და ღამით გარეთ დატოვეთ. დილით შეხედეთ ყინულს: თუ კრიალა ყინულია, მშვიდი წელი გექნებათ. თუ ალაგ-ალაგ კრიალა და ზოგან დატალღული – იქნება ბედნიერებაც და მცირე უსიამოვნებებიც. ხოლო თუ ყინლუს ზედაპირი ოდნავ ხორკლიანია, კეთილი წელი იქნება.