როგორ გავართოთ ბავშვები არდადეგებზე - საინტერესო და სასარგებლო იდეები
როგორ გავართოთ ბავშვები არდადეგებზე - საინტერესო და სასარგებლო იდეები

ზაფხულში ბავშვები დროის უმეტეს ნაწილს ისე ატარებენ, როგორც უნდათ. როდესაც საყოფაცხოვრებო საქმეებით ვართ დაკავებული, ძალიან რთულია ბავშვისთვის საინტერესო განრიგის მოფიქრება და მართვა. ამიტომაც, ბავშვები გაჯეტებს იღებენ ხელში.

გთავაზობთ 10 ახალ და საინტერესო იდეას, თუ როგორ გაართოთ სხვადასხვა ასაკის ბავშვები ზაფხულის არდადეგების პერიოდში.

მოაწყვეთ ლაშქრობა

mshoblebi
არ არის აუცილებელი ბევრი ბარგის ჩალაგება და სადღაც გადაკარგულ ადგილებში სიარული. კარვის გაშლა შესაძლებელია ქალაქთან ახლოს, ან თუნდაც აგარაკზე. ასწავლეთ თქვენს შვილს საჭირო და საინტერესო აქტივობები, როგორიცაა: ცეცხლის დანთება, კარავის გაშლა, კომპასის გამოყენება და სხვა. საკემპინგო
საჭმლის მომზადება. ღამით კი შეხედეთ
ცას და ისაუბრეთ ვარსკვლავებზე, მზის სისტემაზე. თუ შესაძლებლობა გექნებათ, ტყეში ერთზე მეტი დღე დარჩეთ, უკეთესია. ასწავლეთ თქვენს შვილს მცენარეების ცნობა, როგორ გააგნონ რუკით გზა და ა.შ. ამავდროულად, ესაუბრეთ იმაზე, თუ რატომ არ შეიძლება ტყეში ნაგვის დაყრა, როგორ მუშაობს ეკოსისტემა და ბუნებაში ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია - მოსაბეზრებელი კოღოები და ჭიანჭველებიც კი.
რეკომენდებული ასაკი: 7 წლიდან


ექსპერიმენტები

არსებობს მრავალი მარტივი და სრულიად უსაფრთხო ექსპერიმენი, რომლის მოწყობაც შესაძლებელია სამზარეულოში. მაგალითად, ექსპერიმენტი ჭიქა წყლითა და ქაღალდით ნათლად აჩვენებს, თუ როგორ მუშაობს ატმოსფერული წნევა. თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ელექტროძრავა ბატარეისგან, მავთულისგან და მაცივრის მაგნიტისგან. წყლის ქილაში შეგიძლიათ მოაწყოთ ნამდვილი ტორნადო - მინიატურულად. მსგავსი მარტივი ექსპერიმენტების მოძებნა ინტერნეტში შეგიძლიათ. თითოეული ეს გამოცდილება დაეხმარება ბავშვს დაეუფლოს ფიზიკის კანონებს და დარწმუნდეს, რომ ფიზიკა ნამდვილად სახალისოა!

რეკომენდებული ასაკი: 10 წლიდან

სახალისო გასართობი ჟურნალები

mshoblebi

მარტივი და კარგი იდეაა ასევე საბავშვო ჟურნალების წაღება აგარაკზე. აირჩიეთ ისეთი ჟურნალი, სადაც მოცემულია სხვადასხვა სახალისო და შემეცნებითი დავალებები, კროსვორდები, გასაფერადებლები, გამოცანები და სხვა. ასეთი ჟურნალები ძალიან გამოგადგებათ მაშინ, როდესაც საქმით იქნებით დაკავებული და ბავშვს სათანადო ყურადღებას ვერ მიაქცევთ.
რეკომენდებული ასაკი: 3 წლიდან

მოაწყვეთ მინი ბაღი

იმისათვის, რომ აჩვენოთ თქვენს შვილს, თუ როგორ აისახება ძალისხმევა და დრო შედეგზე, წაახალისეთ ის, რომ თავად გაზარდოს ყვავილი, ან მცენარე. თესლი შეიძლება შეფუთოთ ნესტიან ქსოვილში და როდესაც ფესვები ამოიზრდება, დარგოთ მიწაში, ან მოაწყოთ ბაღი კონტეინერში, ფანჯრის რაფაზე.
იხილეთ სრულად
502
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
myquiz
მსგავსი სიახლეები