ხითხითელა ბავშვი ხარ?
ხითხითელა ბავშვი ხარ?
გავიგოთ, რამდენად მხიარული ხარ? გააკეთე ტესტი.
1. როცა ცუდ ნიშანს იღებ, ძლიერ განიცდი?
დიახ - 0
არა - 2

2. ადვილად ბრაზდები?
დიახ - 1
არა - 2

3. გიყვარს სიმღერა?
დიახ - 2
არა - 0

4. როცა მშობლები გიბრაზდებიან ტირი?
დიახ - 1
არა - 2

5. შექება გახარებს?
დიახ - 2
არა - 0

6. წაქცეული ადამიანის დანახვაზე გეცინება?
დიახ - 2
არა - 0

7. უცნობ ბავშვებთან თავს უცხოდ გრძნობ?
დიახ - 1
არა - 2

8. ანეკდოტებზე ბევრს ხალისობ?
დიახ - 2
არა - 0

9. გიყვარს კომედიური ფილმები?
დიახ - 2
არა - 0

შეაჯამე ქულები და წაიკითხე შედეგები
12-18 ქულა: ძალიან ხითხითელა ვინმე ხარ. შეიძლება ითქვას, რომ არაფერზე ბრაზდები, არც დარდი იცი რა არის. ეს კარგია, მაგრამ ზოგიერთ საქმეს სერიოზულად მიუდექი, რადგან ყველაფერზე სიცილი ნამდვილად არ შეიძლება.
3-10 ქულა: მხიარული კი ხარ, მაგრამ ეს შენი ხასიათის გამორჩეული თვისება არ არის. ბევრ რამეს სერიოზულად უდგები, მალე ბრაზდები. აჯობებს, მეტი იმხიარულო და უფრო ხალისით შეხედო ყველაფერს.
960
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები