გააკეთეთ ტესტი ბავშვთან ერთად და გაიგეთ, სპორტის რომელის სახეობა შეესაბამება მას
გააკეთეთ ტესტი ბავშვთან ერთად და გაიგეთ, სპორტის რომელის სახეობა შეესაბამება მას1. ჩამოთვლილი სპორტის სახეობებიდან რომელს ანიჭებ უპირატესობას?
ა) ჩოგბურთს - 4
ბ) ცურვას - 3
გ) ფეხბურთს -2
დ) კალათბურთს - 1
2. ჩამოთვლილთაგან რომელია შენი საყვარელი ცხოველი?
ა) კატა - 4
ბ) ძაღლი - 3
გ) თუთიყუში - 2
დ) ზაზუნა - 1
3. რომელ სტიქიას მიეკუთვნები (ვერძი, მშვილდოსანი, ლომი - ცეცხლის სტიქია; კურო, სასწორი, თხის რქა, - მიწის სტიქია; კირჩხიბი, მორიელი, თევზები - წყლის სტიქია; მარჩბივი, ქალწული, მერწყული - ჰაერის სტიქია)?
ა) ცეცხლი - 4
ბ) მიწა - 3
გ) წყალი - 2
დ) ჰაერი - 1.
4. გიყვარს სწავლა და შრომა?
ა) დიახ - 4
ბ) არც ისე - 3
გ) არა - 2
დ) ააარააა! - 1
5. სპორტის რომელი სახეობის ბურთი მოგწონს?
ა) ჩოგბურთის - 4
ბ) ფეხბურთის - 3
გ) კალათბურთის - 2
დ) რაგბის - 1
დათვალე ქულები, შეაჯამე და ნახე შედეგები
17-20 ქულა: შენ შეგეფერება ისეთი სიცოცხლით სავსე და ენერგიული სპორტის სახეობები, როგორიცაა კალათბურთი, ფეხბურთი, რაგბი, ჭიდაობა. დიდი ენერგია გაქვს და სწორად გამოიყენე იგი!
13-16 ქულა: შენ ჩოგბურთისა და ტანვარჯიშისთვის ხარ დაბადებული.
9-12 ქულა: ცოტა არტისტული ხარ და კარგი იქნება, თუ ფიგურულ სრიალზე ან სინქრონულ ცურვაზე ივლი.
5-8 ქულა: დიდი ფიზიკური ძალით არ გამოირჩევი, სამაგიეროდ, გონება გიჭრის, ამიტომ აუცილებლად დაკავდი ჭადრაკით ან ბილიარდით.