გახდები თუ არა ცნობილი ადამიანი?
გახდები თუ არა ცნობილი ადამიანი?
საინტერესოა, გახდები თუ არა მომავალში ცნობილი ადამიანი? მოდი, გავაკეთოთ ტესტი და გავიგოთ.
1. გეხერხება თუ არა ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე: ცეკვა, სიმღერა, ვიოლინოზე დაკვრა, სწრაფი სირბილი, საინტერესო ისტორიების შეთხზვა?

ა) ერთ-ერთ მათგანში ნიჭი
მაქვს - 2 ქულა;
ბ) შეიძლება შემიძლია კიდეც, მაგრამ ჯერ არ გამომივლენია - 1 ქულა;
გ) არც ერთი მათგანი არ მეხერხება - 0 ქულა.

2. თამაშობ თუ არა ფეხბურთს მეგობრებზე უკეთ?
ა) დიახ - 2;
ბ) თუკი ვივარჯიშებ, შევძლებ - 1;
გ) საერთოდ არ ვთამაშობ ფეხბურთს.

3. შეგიძლია თუ
არა ერთი და იგივე საქმე დიდი ხნის განმავლობაში აკეთო?

ა) შემიძლია - 2;
ბ) ზოგჯერ - 1;
გ) არ ვიცი, არ მიცდია - 0.

4. რამდენი წლის ხარ?
ა) 1-4 - 2;
ბ) 5-8 - 1;
გ) 9-12 - 0.

5. მოგწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა?
ა) დიახ - 2;
ბ) გააჩნია, ვინ მაქცევს ყურადღებას - 1;
გ) არა - 0.

შეაჯამე ქულები და წაიკითხე შედეგები
9-14 ქულა: დიდი შანსი გაქვს, რომ ცნობილი ადამიანი გახდე. მთავარია, მიზანი დაისახო და ზუსტად გაარკვიო, რა გსურს. ნიჭი და მონდომება ხელს შეგიწყობს, რომ პოპულარული გახდე და ყველანაირი მწვერვალები დაიპყრო.
3-8 ქულა: ღმერთმა მრავალმხრივი ნიჭით დაგაჯილდოვა. უბრალოდ, შენ მათ არ იყენებ.
შეეცადე, სიზარმაცე დაძლიო და ყველაფერი გამოგივა. გამოიჩინე მეტი სიბეჯითე, შრომისმოყვარეობა და როცა დიდი გაიზრდები, შენი სახელი ყველას ეცოდინება.
0-2 ქულა: თავმდაბალი და კეთილი ბავშვი ხარ. არ გიზიდავს დიდება და ყურადღების ცენტრში ყოფნაც არ გიყვარს. პოპულარობის გარეშეც ბედნიერად იცხოვრებ.
1169
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები