საინტერესოა, გახდები თუ არა მომავალში ცნობილი ადამიანი? მოდი, გავაკეთოთ ტესტი და გავიგოთ.
საინტერესოა, გახდები თუ არა მომავალში ცნობილი ადამიანი? მოდი, გავაკეთოთ ტესტი და გავიგოთ.
1. გეხერხება თუ არა ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე: ცეკვა, სიმღერა, ვიოლინოზე დაკვრა, სწრაფი სირბილი, საინტერესო ისტორიების შეთხზვა?
ა) ერთ-ერთ მათგანში ნიჭი
მაქვს - 2 ქულა;
ბ) შეიძლება შემიძლია კიდეც, მაგრამ ჯერ არ გამომივლენია - 1 ქულა;
გ) არც ერთი მათგანი არ მეხერხება - 0 ქულა.
2. თამაშობ თუ არა ფეხბურთს მეგობრებზე უკეთ?
ა) დიახ - 2;
ბ) თუკი ვივარჯიშებ, შევძლებ - 1;
გ) საერთოდ არ ვთამაშობ ფეხბურთს.
3. შეგიძლია თუ არა ერთი და იგივე საქმე დიდი ხნის განმავლობაში აკეთო?
ა) შემიძლია - 2;
ბ) ზოგჯერ - 1;
გ) არ ვიცი, არ მიცდია - 0.
4. რამდენი წლის ხარ?
ა) 1-4 - 2;
ბ) 5-8 - 1;
გ) 9-12 - 0.
5. მოგწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა?
ა) დიახ - 2;
ბ) გააჩნია, ვინ მაქცევს ყურადღებას - 1;
გ) არა - 0.
შეაჯამე ქულები და წაიკითხე შედეგები
9-14 ქულა: დიდი შანსი გაქვს, რომ ცნობილი ადამიანი გახდე. მთავარია, მიზანი დაისახო და ზუსტად გაარკვიო, რა გსურს. ნიჭი და მონდომება ხელს შეგიწყობს, რომ პოპულარული გახდე და ყველანაირი მწვერვალები დაიპყრო.
3-8 ქულა: ღმერთმა მრავალმხრივი ნიჭით დაგაჯილდოვა. უბრალოდ, შენ მათ არ იყენებ. შეეცადე, სიზარმაცე დაძლიო და ყველაფერი გამოგივა. გამოიჩინე მეტი სიბეჯითე, შრომისმოყვარეობა და როცა დიდი გაიზრდები, შენი სახელი ყველას ეცოდინება.
0-2 ქულა: თავმდაბალი და კეთილი ბავშვი ხარ. არ გიზიდავს დიდება და ყურადღების ცენტრში ყოფნაც არ გიყვარს. პოპულარობის გარეშეც ბედნიერად იცხოვრებ.