გამოვა, თუ არა შენგან ტელეწამყვანი?
გამოვა, თუ არა შენგან ტელეწამყვანი?
1. ჩაიხედე სარკეში და კარგად დააკვირდი საკუთარ თავს: გაქვს ორი თვალი, ორი ყური, ცხვირი, პირი (32-ივე კბილით) და ორი ხელი?
ა) მე მგონი კი, მაგრამ მაინც გადავამოწმებ - 2;
ბ) წინ ორი კბილი მაკლია - 1;
გ) ცალ თვალს რომ ვხუჭავ, ვეღარაფერს ვხედავ. რას ნიშნავს ეს?! - 0

2. ხშირად გებმის ენა?
ა) არა - 2;
ბ) ენა მებმის მხოლოდ პირველი სამი წუთი - 1;
გ) მე არ მაწუხებს ჩემი ენაბლუობა და ვინც მისმენს, იმათი არ ვიცი - 0.

3. ანბანის
ყველა ასოს წარმოთქმა შეგიძლია?

ა) ასოების არა და ციფრების კი - 2;
ბ) ნახევარზე მეტს თავისუფლად წარმოვთქვამ - 1;
გ) ცოტა შეხსენება დამჭირდება - 0.

4. წარმოიდგინე, რომ პირდაპირ ეთერში ხარ და წასაკითხად მოგაწოდეს შემდეგი ტექსტი: როდოდენდრონები დარდობდნენ: დენვერში ჩამოვიდნენ დენდრარიული დღესასწაულის დასაგეგმად. რამდენჯერ შეგეშალა?
ა) ერთხელ - 2;
ბ) იმდენჯერვე, რამდენჯერაც დავიწყე - 1;
გ) არ გეტყვით! პირდაპირ ეთერში ნახავთ, რა შემიძლია! - 0.

5. წარმოიდგინე, რომ პირდაპირ ეთერში ხარ და თვალი მოჰკარი, რომ შენს ფეხებთან თაგვი შემოძვრა. რას იზამ?
ა) თუნდაც სპილო იყოს, არ შევიმჩნევ - 2;
ბ) ძალიან მეშინია თაგვების - 1;
გ) იქვე დავიწყებ მასზე ნადირობას და
დარწმუნებული ვარ, არავინ გადართავს
სხვა არხზე! - 0.

შეაჯამე ქულები:
5-დან 10-ის ჩათვლით: შენ ახლავე შეგიძლია მუშაობა დაიწყო ტელეწამყვანად საქართველოს ნებისმიერ ტელეარხზე. შეავსე ეს ტესტი, თან დაურთე დაბადების მოწმობა და მოძებნე სამსახური.
1-დან 4-ის ჩათვლით: შენ შეგიძლია წაიყვანო საინფორმაციო გადაცემა, ოღონდ საოჯახო ტელევიზიაში.
0 ქულა: ნებისმიერ ტელევიზიაში შეგიძლია იმუშაო, მხო­ლოდ კადრს მიღმა.
958
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები