თითებით სახატავი საღებავების რეცეპტი ეს რეცეპტი თითებით სახატავი საღებავების დასამზადებლად გამოგადგებათ - ყველაზე პატარა მხატვრებისთვის.
0,5 კრ ფქვილი, 5 სუფრის კოვზი მარილი, 2 სუფრის კოვზი ზეთი და წყალი (არაჟნის კონსისტენციამდე რომ იყოს ნაზავი) აურიეთ მიქსერით. სათანადო სისქის რომ გახდება, ცალ-ცალკე ქილებში ჩაასხით და დაამატეთ სხვადასხვა ქილაში სხვადასხვა საკვები საღებავი (სტაფილოს ან ჭარხლის წვენი, მუქი ჩაის ნახარში, ისპანახის წვენი, ლიმონის ან ფორთოხლის ცედრა, ჟოლოს წვენი, სხვადასხვა სახის მურაბის წვენი).
არც იმის შეგეშინდებათ, რომ ბავშვმა საღებავიანი ხელი პირში არ ჩაიდოს და არც საღებავის ქიმიურ შემადგენლობაზე არ იღელვებთ.