გააკეთე ტესტი და გაიგე პასუხი - უყვართ თუ არა შენთან საუბარი სხვა ადამიანებს გააკეთე ტესტი და გაიგე პასუხი - უყვართ თუ არა შენთან საუბარი სხვა ადამიანებს
1. მეგობარი გამოგიტყდა, რომ მეორე მეგობარზეა გაბრაზებული. რას მოიმოქმედებ?
ა. ვურჩევ, რომ წყენა დაივიწყოს.
ბ. ყურადღებით მოვუსმენ - დაიცალოს და გულზე მოეშვება.
2. რას იწერ ხოლმე დღიურში?
ა. ყველაზე დიდ საიდუმლოს.
ბ. ყველაფერს, რაც თავს გადამხდენია.
3. მეგობრებთან ერთად ყველაზე მეტად მოგწონს...
ა. თამაში.
ბ. ჭორაობა.
4. შეგიძლია, შენი საიდუმლო მეგობარს გაანდო?
ა. არა, შეიძლება სადმე წამოსცდეს.
ბ. რა თქმა უნდა, ოღონდ პირობა უნდა მომცეს, რომ სიტყვა არავისთან დაცდება.
5. მეგობარმა გითხრა, რომ სურს საიდუმლოს გამხელა. შენი რეაქცია...
ა. კმაყოფილი ვარ მისი ნდობით.
ბ. გამიხარდება, მეც ხომ მაქვს რაღაც გასანდობი.
6. ყველაზე უკეთ რა გამოგდის?
ა. მოსმენა და რჩევის მიცემა.
ბ. მოსმენა და შემდეგ
საკუთარ თავზე საუბარი.
დათვალე ქულები,შეაჯამე და ნახე შედეგები
თუ პასუხებში სჭარბობს "ა" - მსმენელი
ყოველთვის ბოლომდე ისმენ მეგობრების ნაამბობს და მშვენივრად გესმის მათი. შენ ყოველთვის მზად ხარ ვინმესთვის რჩევის მისაცემად.
ჩვენი ჯადოსნური რჩევა: არაჩვეულებრივი მსმენელი და ჭკვიანი მრჩეველი ხარ. მხოლოდ ნუ გაბრაზდები, თუკი შენი მეგობარი შენს რჩევას არ გაითვალისწინებს.
თუ შენს პასუხებში სჭარბობს "ბ" - ჭორიკანა
გიყვარს, როცა შენ გისმენენ! როცა მეგობარი რაღაცას გიყვება, აწყვეტინებ და შენს თავზე იწყებ ლაპარაკს.
ჩვენი ჯადოსნური რჩევა: ეცადე, ბოლომდე მოუსმინო მოსაუბრეს. ასე უფრო მეტს გაიგებ მის შესახებ და თქვენს ურთიერთობასაც გაამყარებ.
თუ "ა" და "ბ" თანაბრადაა - მსმენელიც და მოსაუბრეც
ძალიან გიყვარს დიალოგები - ანუ რჩევის მიღებაც გიყვარს და რჩევის მიცემაც. ახლო მეგობრებთან განცდების გაზიარება ძალიან მოგწონს.
ჩვენი ჯადოსნური რჩევა: უკეთესი იქნება, უფრო მშვიდად მოუსმინო მეგობარს, მას ხომ შენთან სურს გრძნობებისგან დაცლა.