აირჩიე შენთვის შესაფერისი პასუხები, დაითვალე ქულები და გაიგებ, რომელ ცნობილ ადამიანს ჰგავხარ.
აირჩიე შენთვის შესაფერისი პასუხები, დაითვალე ქულები და გაიგებ, რომელ ცნობილ ადამიანს ჰგავხარ.
1. ახალი წლის დადგომამდე ვერ მოითმინე და ყველა ფეიერვერკი ისროლე?
დიახ - 3 ქულა
არა - 0 ქულა
მხოლოდ ერთი-ორი - 2 ქულა
2. გეზარება თუ არა ახლობლებისთვის მისალოცი ბარათების გაკეთება?
დიახ - 4 ქულა
არა - 1 ქულა
იშვიათად - 0 ქულა
3. სამზადისში უფროსებს თუ ეხმარები ხოლმე?
დიახ - 3 ქულა
ცოტა - 1 ქულა
არა - 0 ქულა
4. არდადეგებზე სიამოვნებით კითხულობ ხოლმე საბავშვო ლიტერატურას?
დიახ - 4 ქულა
არა - 1 ქულა
იშვიათად - 2 ქულა
5. გიყვარს ზეიმები, თუმცა რომ მთავრდება, არ მოგწონს?
დიახ - 3 ქულა
არა - 2 ქულა
ხანდახან - 1 ქულა
2-6 ქულა: შენ ჯასტინ ბიბერს ჰგავხარ. დარწმუნებული ვარ, კარგად იცნობ ამ ახალგაზრდა შემსრულებელს და მისი ბევრი სიმღერა მოგისმენია. ჯასტინ დრიუ ბიბერი საოცრად ჯიუტი და ონავარი ვინმეა, გაკვეთილებზე ურჩობის გამო სკოლიდანაც კი გარიცხეს. სამაგიეროდ, ჯასტინი ძალიან კეთილია და ქველმოქმედებას ეწევა. მისი დახმარებით მსოფლიოში 14 სკოლა გაიხსნა. შეგახსენებ, რომ 17 წლის ბიჭმა დამოუკიდებლად მოიპოვა მსოფლიო აღიარება.
6-12 ქულა: უყურებ სერიალს "ჰანა მონტანა"? მაშინ აუცილებლად გეცოდინება სელენა გომესი, სწორედ მას ჰგავხარ შენ. როდესაც სერიალის გადაღება დაიწყეს, გოგონა 13 წლის იყო, დღეს 19 წლისაა და ყველაზე მდიდარ თინეიჯერებს შორის არის. სელენას ძალიან უყვარს კარგად ჩაცმა და მისი გარდერობი სავსეა ტანსაცმლით. მსახიობი ამბობს, რომ ყველაზე მეტად თავის ოჯახის წევრები უყვარს და მათ მიმართ ძალიან დამთმობია.
13-17 ქულა: თუ შენ მიერ დაგროვებული ქულები ამ შუალედში მერყეობს, არც მეტი, არც ნაკლები, ჰარი პოტერის შემსრულებელს, დენიელ რედკლიფს ჰგავხარ. ხომ გინახავს "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა"? ამ ფილმში ჰარის შესრულების დროს დენიელი მხოლოდ 12 წლის იყო. იგი ბავშვობიდან მსახიობობაზე ოცნებობდა, თუმცა მშობლები ამის ნებას არ რთავდნენ. ჯიუტი, მიზანდასახული და ნიჭიერი დენიელი დღეს 22 წლისაა და მას მთელი მსოფლიო იცნობს.