ყოველთვის ძვირად ღირებული სათამაშოების ყიდვა არ არის აუცილებელი ბავშვმა რომ მხიარულად ითამაშოს, ამისთვის ყოველთვის ძვირად ღირებული სათამაშოების ყიდვა არ არის აუცილებელი. ურთიერთობის, ფანტაზიისა და სითბოს რესურსი თუ არსებობს, შვილისთვის დაუვიწყარი გართობის მოწყობა შეგიძლიათ. გასწავლით რამდენიმე მხიარულ თამაშს, რისთვისაც დაგჭირდებათ მხოლოდ პლედი და ბალიშები.
1. ქოხი. სკამებს, მაგიდას ან სხვა ავეჯს პლედი გადააფარეთ, შიგნით სანათი შეიტანეთ და... ამაზე მყუდრო და იდუმალი ადგილი სათამაშოდ წარმოუდგენელია. ბავშვს შეუძლია ამ ბუდეს მოწყობაში ფანტაზიაც დაიხმაროს. აი, ამ დროს კი ზედმეტი აკრძალვებით ნუ ჩაკლავთ მასში თამაშის ხალისს.
2. ააკოკოლავეთ ბალიშები. ბავშვი ზედ აცოცდება და დაეშვება... ყოველდღე არა, მაგრამ ხანდახან ასეთების ნება უნდა მისცეთ.
3. ბალიშებით ბრძოლაზე ბევრს არ გავაგრძელებთ. ყველამ იცის, რა სახალისო რამეა.
4. მოჩვენება: გადაიფარებს თავზე პლედს და ვითომ საშიში მოჩვენებაა.
5. კუ და კუს შვილები. დადექით ოთხზე და ზურგზე ბალიში დაიდეთ. ისე უნდა იცოცოთ, რომ ბალიში არ ჩამოვარდეს.
6. კუნძული. პლედი ზღვაა, ბალიშები - კუნძულები. კუნძულიდან კუნძულზე უნდა მიცურდეს.
7. პლედზე შეგიძლიათ პიკნიკი გამართოთ და "პლაჟობანა" ითამაშოთ.
8. რულეტი - ბავშვი რულეტივით შეახვიეთ პლედში (კავკასიელი ტყვე ქალი ხომ გახსოვთ?).
9. ჰამაკი - პლედისგან და ღონიერი ოჯახის წევრებისგან მშვენიერი ჰამაკი გამოვა.
10. სრიალი - პლედზე მჯდარ და მწოლარე ბავშვს აქეთ-იქეთ დავასრიალებთ.
გეთანხმებით, ყველა ეს თამაში ოჯახში დიდ აურზაურთან არის დაკავშირებული. თუმცა გემრიელი ხალისობა აურზაურის გარეშე არ გამოდის. ეცადეთ, ბავშვს შეძლებისდაგვარად ხშირად მოუწყოთ ასეთი ხალისიანი თამაშები.