გააკეთე ტესტი და მიხვდები
1. შეგიძლია თვალი დახუჭო მეგობრის ნაკლზე?
ა) თუ ჩემი მეგობარია, ე.ი. მისი ნაკლი არ მაღიზიანებს - 4 ქულა
ბ) არ ვმეგობრობ ისეთ ბავშვებთან, ვისაც ბევრი ნაკლი აქვს - 1 ქულა
გ) მეგობრულად ვურჩევ, გამოასწოროს საკუთარი ნაკლი - 3 ქულა
2. ბევრი მეგობარი გყავს?
ა) ძალიან ბევრი - 4 ქულა
ბ) ერთი-ორი და თანაც სანდო - 3 ქულა
გ) ბოლომდე არავისთან ვარ გახსნილი - 1 ქულა
3. შენი და შენი მეგობრის გემოვნება ემთხვევა ერთმანეთს?
ა) რა თქმა უნდა - 4 ქულა
ბ) ძალიან განსხვავებული გემოვნება გვაქვს - 1 ქულა
გ) თითქმის - 3 ქულა
4. როგორ გაიყოფთ ოთხი მეგობარი ხუთ ვაშლს?
ა) ყველას თითო-თითო, დარჩენილ ვაშლს კი ოთხად გავჭრით - 4 ქულა
ბ) ყველას თითო-თითო, დარჩენილი ვაშლი კი ვაშლების პატრონს - 1 ქულა
გ) ყველას თითო-თითო, დარჩენილი ვაშლი ყველაზე უმცროსს - 3 ქულა
5. როგორ გაიყოფთ ოთხი მეგობარი ხუთ ვაშლს?
ა) ყველას თითო-თითო, დარჩენილ ვაშლს კი ოთხად გავჭრით - 4 ქულა
ბ) ყველას თითო-თითო, დარჩენილი ვაშლი კი ვაშლების პატრონს - 1 ქულა
გ) ყველას თითო-თითო, დარჩენილი ვაშლი ყველაზე უმცროსს - 3 ქულა
6-9 ქულა: დაიმახსოვრე! რაც უფრო მეტი მეგობარი ჰყავს ადამიანს, მით უფრო მდიდარია. ეცადე, დაივიწყო გრძნობა, რომელსაც შური ჰქვია, იყავი ერთგული და არასოდეს დაუწყო ვინმეს ზემოდან ცქერა.
10-15 ქულა: კარგი ბავშვი ხარ, მაგრამ საკმაოდ გულჩათხრობილი. იყავი უფრო ხალისიანი და გახსნილი, გაიხარე შენი და შენი მეგობრის წარმატებით.
16-20 ქულა: შენ ნამდვილად კარგი მეგობრობა შეგიძლია. არაჩვეულებრივი ბავშვი ხარ და ამიტომ ყველას დიდი სურვილი აქვს, შენთან იმეგობროს.