შეგიძლია პრობლემების დაძლევა? - მშობლები

შეგიძლია პრობლემების დაძლევა?

2015-03-26 08:02:23+04:00

გააკეთე ტესტი და გაიგე, რამდენად უმკლავდები პრობლემებს

გააკეთე ტესტი და გაიგე, რამდენად უმკლავდები პრობლემებს.

1. ვინმეს თუ უამბობ შენს პრობლემებსა და გულისტკენაზე?

ა) არა, რა საჭიროა, მაინც ვერავინ

მიშველის - 3

ბ) მხოლოდ მას, ვისაც ჩემზე გული შესტკივა - 2

გ) იშვიათად, რადგან ვიცი, რომ ყველას თავისი საზრუნავი აქვს - 1

2. უსიამოვნებებს მტკივნეულად განიცდი?

ა) ყოველთვის ძალიან მძიმედ განვიცდი - 3

ბ) გარემოებაზეა დამოკიდებული - 2

გ) ნებისმიერ უსიამოვნებას ვეგუები - 1

3. რას აკეთებ, როდესაც ძალიან გაბრაზებული ხარ?

ა) ვერთობი - 1

ბ) გულის გადასაყოლებლად მეგობრებთან მივდივარ - 2

გ) საკუთარი თავი მებრალება - 3

4. რას აკეთებ, როცა უახლოესი მეგობარი გულს გტკენს?

ა) საკუთარ თავში ვიკეტები - 3

ბ) ყველაფრის ახსნას ვთხოვ - 1

გ) ნებისმიერს ვუყვები, ვინც კი მომისმენს - 2

5. რას აკეთებ, როცა უახლოესი მეგობარი გულს გტკენს?

ა) საკუთარ თავში ვიკეტები - 3

ბ) ყველაფრის ახსნას ვთხოვ - 1

გ) ნებისმიერს ვუყვები, ვინც კი მომისმენს - 2

6. რაზე ფიქრობ, როდესაც გაბრაზება გაგივლის?

ა) ყველაფერ კარგზე - 1

ბ) შურისძიებაზე - 3

გ) როგორ ვიტანდი ამდენ ტკივილს - 2

ახლა შეაჯამე ქულები და წაიკითხე შედეგები:

6 ქულა:

ადვილად უმკლავდები ყველა პრობლემას თუ უსიამოვნებას, მომხდარის სწორად შეფასება შეგიძლია და ყოველთვის კარგზე ფიქრობ. შენ ნამდვილად არაჩვეულებრივი ბავშვი ხარ.

7-დან 12 ქულამდე:

წუწუნა ვინმე ხარ, გიყვარს პრობლემებისა და უსიამოვნებების სხვა­ზე მოხვევა. შენთვის აუცილებელია თანაგრძნობა. ეცადე, სხვასთან თავშეკავებული იყო.

12-დან 18 ქულამდე:

პრობლემებს ჯერ კიდევ ვერ უმკლავდები, საკუთარ თავში ხარ ჩაკეტილი და თავი გებრალება. ცოტა სიძლიერე გამოიჩინე და ყველაფერი კარგად იქნება. არ გეგონოს, რომ უსიამოვნებები ამქვეყნად მხო­ლოდ შენ გაქვს.