უპასუხეთ კითხვებს და დაითვალეთ ქულები რას ფიქრობენ შენზე უფროსები
1. მეგობარმა თეატრში დაგპატიჟა, რას ჩაიცვამ?
ა) ჯინსის შარვალს - 0
ბ) სადღესასწაულო ტანსაცმელს - 4
გ) საკარნავალო კოსტიუმს - 2
2. სტუმრად მისულს მაგიდა გაგიშალეს, შენ:
ა) ყველაფერს ნთქავ, მიგაჩნია,
რომ რაც მოგიტანეს, სულ უნდა შეჭამო - 0
ბ) მორცხვად ზიხარ, ხელს არაფერს ჰკიდებ - 2
გ) თეფშზე გადმოიღებ მხოლოდ იმას, რაც ყველაზე ძალიან გიყვარს - 4
3. შენი ჰობია:
ა) წიგნების კითხვა - 4
ბ) ეზოში დილიდან დაღამებამდე თამაში - 0
გ) კომპიუტერული თამაშები და ტელევიზორის ყურება - 2
4. მეზობელმა ტელეფონზე დაგირეკა და მაღაზიიდან პურის ამოტანა გთხოვა. შენ:
ა) ატყუებ, რომ კარი გარედან არის ჩაკეტილი და გამოსვლა არ შეგიძლია - 0
ბ) ეუბნები, რომ არ გცალია - 2
გ) მშობლებისგან იღებ ნებართვას და მეზობელს თხოვნას უსრულებ - 4
5. წლის ბოლოს შენი წიგნი ასე გამოიყურება:
ა) ნაფლეთებად ქცეული - 0
ბ) გადაუშლელი - 2
გ) სუფთა და აკურატულად ნახმარი - 4
შეაჯამე ქულები და წაიკითხე შედეგები
0-6 ქულა: სამწუხაროა, მაგრამ უფროსები ჯერჯერობით კარგს არაფერს ფიქრობენ შენზე. დროა, დაფიქრდე და ისე მოიქცე, რომ მათი სიმპათია და ქება დაიმსახურო.
8-12 ქულა: ნიჭიერ, მაგრამ ზარმაც ბავშვად აღგიქვამენ. კარგი იქნება, თუ შენს ნიჭიერებას შრომისმოყვარეობას შეუთავსებ.
14-20 ქულა: უფროსები შენზე გიჟდებიან, კარგად აღზრდილ და ჭკვიან ბავშვს გიწოდებენ. შენი ამგვარი საქციელით ოჯახს ასახელებ.