ტესტი - უპასუხეთ შეკითხვებს და საკუთარ თავზე ბევრ ახალს შეიტყობთ იცით, რომ სიცილის მანერა ადამიანის ხასიათზე აისახება? გულდასმით წაიკითხეთ ტესტი, უპასუხეთ შეკითხვებს და საკუთარ თავზე ბევრ ახალს შეიტყობთ.
1. სიცილის დროს პირში ნეკს იდებ?
თუ დიახ, ეს ნიშნავს, რომ ყურადღების ცენტრში ყოფნა გიყვარს.
2. სიცილისას პირზე ხელს იფარებ?
თუ კი, ე.ი. ბოლომდე არ ხარ დარწმუნებული საკუთარ თავში. ხშირად იბუტები, ჩრდილში ყოფნას ამჯობინებ. გირჩევ: იყავი მუდამ ლაღი და ხალისიანი.
3. სიცილის დროს ხელით ხომ არ ეხები სახესა და თავს?
თუ დიახ, - შენ ნამდვილად მეოცნებე ხარ. ეს, რა თქმა უნდა, ცუდი არ არის, მაგრამ აჯობებს ცხოვრებას უფრო ფხიზლად და რეალურად შეხედო.
4. სიცილის დროს ცხვირს იფხან?
თუ კი, ე.ი. გუნებაცვალებადი, ემოციური და ჭირვეული ხარ, რაც პრობლემებს გიქმნის შენც და შენს მეგობრებსაც.
5. სიცილისას თავს დაბლა ხომ არ ხრი?
თუ კი, მაშინ კეთილი და ყურადღებიანი ხარ, ყველანაირ სიტუაციას ეგუები. საკუთარ გრძნობებსა და მოქმედებებს ყოველთვის აკონტროლებ.