გაიგე, როგორი გემოვნება და ხასიათი გაქვს
1. ყოველ სეზონზე ახალ ტანსაცმელს ყიდულობ, მიუხედავად იმისა, გჭირდება თუ არა?
ა) რა თქმა უნდა;
ბ) ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული, ამ საკითხს მშობლები წყვეტენ;
გ) თუ არ მჭირდება, რა საჭიროა?
2. შენი საყვარელი ფერია:
ა) ლურჯი;
ბ) მწვანე;
გ) ყველა ფერი მომწონს.
3. როგორი სტილის ჩაცმულობა მოგწონს?
ა) კლასიკური;
ბ) ყველასგან გამორჩეული;
გ) სპორტული.
4. გყოფნის გამბედაობა, რომ ყველაზე გამორჩეულად ჩაიცვა?
ა) დიახ;
ბ) არა;
გ) გააჩნია როგორ ხასიათზე ვარ.
5. როგორი ჩანთა მოგწონს:
ა) ყველაფერი რაც მოდურია;
ბ) სპორტული;
გ) ზურგჩანთა.
6. შინ ყველაზე ხშირად გაცვია:
ა) ჯინსი და მაისური;
ბ) სპორტულები;
გ) ხან რა და ხან რა.
თუ შენს პასუხებში სჭარბობს:
ა) ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებ ჩაცმას. ამ საკითხში კარგადაც ერკვევი. მშვენივრად იცი, სად რა უნდა ჩაიცვა. ძალიან მოდური და გემოვნებიანი ხარ.
ბ) გიყვარს ლამაზად ჩაცმა, უპირატესობას სპორტულ სტილს ანიჭებ. თუ ხასიათზე ხარ, გამორჩეულად იმოსები. გიყვარს გემოვნებით ჩაცმა, მაგრამ მოდური ტანსაცმელი თუ არ გაქვს, დიდად არ შეწუხდები.
გ) შენ და ტანსაცმელი შორი-შორს ხართ. შენთვის სულ ერთია, რას ჩაიცვამ, მთავარია მოხერხებულად გრძნობდე სამოსში თავს. მოდური ტანსაცმელი საერთოდ არ გაინტერესებს.