უპასუხეთ კითხვებს და გაეცანით შედეგებს
ხართ თუ არა სპორტული - უპასუხეთ კითხვებს და გაეცანით შედეგებს
1. დადიხარ სპორტის რომელიმე სახეობაზე?
ა. კი (3)
ბ. არა (0)
2. რომელიმე სპორტულ გუნდს თუ გულშემატკივრობ?
ა. კი (3)
ბ. არა (1)
3. ამხანაგთან მისულს კარი დაკეტილი დაგხვდა, ზარი გაფუჭებულია, მესერზე გადაძვრები თუ არა?
ა. კი (3)
ბ. არა (1)
4. ლიფტით ასვლას ამჯობინებ თუ კიბეზე ფეხით ასვლას?
ა. ლიფტით (0)
ბ. ფეხით ასვლა სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის (3)
5. სპორტული თამაშებით ერთობი, თუ ყურება გირჩევნია?
ა. მათთან ერთად სიამოვნებით ვერთობი (3)
ბ. თამაშს ყურება ან წიგნის კითხვა მირჩევნია (1)
6. ხშირად უყურებ სპორტულ გადაცემებს?
ა. ყოველთვის (3)
ბ. როცა დრო მაქვს, მაშინ (1)
7. მონაწილეობ მარათონებში?
ა. თითქმის ყოველთვის (3)
ბ. როცა ამის საშუალება მაქვს (1)
8. მოგწონს ინტელექტუალური თამაშები?
ა. ძალიან (3)
ბ. მომწონს, მაგრამ სხვა თამაშებს ვამჯობინებ (2)
შეაჯამე ქულები და გაეცანი პასუხებს:
18-24 ქულა:
ძალიან სპორტული ხარ. ეს ძალიან კარგია, რადგან სპორტი ჯანმრთელობისთვის მეტად სასარგებლოა. შეიძლება დიდი სპორტსმენი არ იყო, მაგრამ, სამაგიეროდ, სულ ფორმაში იქნები, ავადმყოფობა არ მოგერევა და კაჟივით მაგარი იქნები.
7-15 ქულა:
სპორტი დიდად არ გიტაცებს, გირჩევნია, ტელევიზორს უყურო ან წიგნი იკითხო. კითხვა რომ გიყვარს, ძალიან კარგია, მაგრამ კიდევ უკეთესი იქნება, თუ სპორტის რომელიმე სახეობითაც დაკავდები. სპორტი შენს ჯანმრთელობას შეუწყობს ხელს.