პინგვინი
საჭირო მასალა:
1 ფუნთუშა;
ყველი;
მოხარშული ძეხვის 2 ნაჭერი;
წითელი ბულგარული წიწაკა;
1 შავი უკურკო ზეთისხილი;
მწვანე სალათის ფოთოლი;
ოხრახუშის ღერო;
კარაქი.
1. ფუნთუშა სამ ნაწილად გაჭერით ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები.
2. შუა ნაწილზე გადაუსვით კარაქი, ზემოდან კი დააფინეთ ჯერ მწვანე სალათის ფოთოლი და შემდეგ ყველის მრგვალი ნაჭერი.
3. აიღეთ ძეხვის 2 მრგვალი ფირფიტა - ლოყები და სამკუთხედად გამოჭრილი წითელი ბულგარული წიწაკა - ნისკარტი.
4. თვალები გააკეთეთ ყველის მრგვალი ნაჭრებისა და ზეთისხილისგან.
5. ფუნთუშის ზედა ნაწილზე დაალაგეთ ნისკარტი, თვალები და ლოყები. პინგვინის თავიც მზად არის.
6. ფუნთუშის ქვედა ნაწილი დაჭერი ზუსტად ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები. ეს სამკუთხედები ფრთებად და ფეხებად გამოიყენე.
7. ახლა თავი ტანს მიუერთეთ, ოხრახუშით საყელო გააკეთეთ და ფრთები და ფეხებიც დაუმაგრეთ. ესეც პინგვინი! მართალია, მთლად ანტარქტიკული არ არის, მაგრამ სამაგიეროდ, სიმპათიური და გემრიელია.