გააკეთე ტესტი და გაიგე პასუხი
1. გიყვარს ხმამაღალი მუსიკის მოსმენა?
ა) დიახ - 1
ბ) არა - 0
2) იმდენი ენერგია გაქვს, რომ ერთი წუთიც ვერ ძლებ გაჩერებული?
ა) დიახ - 1
ბ) არა - 0
3) გიყვარს სპორტული შეჯიბრებები?
ა) დიახ - 1
ბ) არა - 0
4) მოგწონს ველოსიპედით სწრაფად სიარული?
ა) დიახ - 1
ბ) არა - 0
5) სულ კარგ ხასიათზე ხარ?
ა) დიახ - 1
ბ) არა - 0
6) ადვილად იძენ მეგობრებს?
ა) დიახ - 1
ბ) არა - 0
7) გღლის ხმაურიანი წვეულებები?
ა) დიახ - 0
ბ) არა - 1
ახლა კი შეაჯამე ქულები და წაიკითხე პასუხები.
5-7 ქულა: ძალიან ენერგიული და აქტიური ბავშვი ხარ. არ შეჩერდე, რადგან ცხოვრების ტემპი ძალიან აჩქარდა და შენი ენერგიულობა და სისწრაფე დასახული მიზნების მიღწევაში დაგეხმარება.
3-4 ქულა: ენერგიით სავსე ბავშვი ხარ, მაგრამ ხშირად ვერ იყენებ მას. აუცილებელია, ამ ენერგიისგან დაიცალო. თუკი ბევრს ივარჯიშებ, იცეკვებ, იმოძრავებ და აქტიურად იცხოვრებ, უფრო კარგ ხასიათზე იქნები ხოლმე და მეტსაც მიაღწევ.
0-2 ქულა: ძალიან ნელი და პასიური ხარ. ასე არ შეიძლება. შენს ასაკში ბევრი უნდა იმოძრაო. მშობლებს უთხარი, რომ ცეკვაზეც გატარონ და სპორტის რომელიმე სახეობაზეც შეგიყვანონ. შენ წარმოდგენაც არ გაქვს, რა კარგია აქტიური ცხოვრება!