მარტივია და რაც მთავარია, განვითარებისთვის სასარგებლო ბევრი უფროსი ჩაუგდია საგონებელში კითხვას, რით გაართოს ბავშვი. ყველა გამოცდილმა მშობელმა იცის, რომ რაც არ უნდა ბევრი სათამაშო ჰქონდეს ბავშვს, გართობას მაინც დედ-მამისგან ელის. ამ დროს გამოგადგებათ მეთოდები, რომლებიც ჩვენი ბებიების დროსაც აქტუალური იყო - ეს ჩრდილების ზოოპარკია. ამბობენ, ეს ომის დროინდელი მშობლების ხრიკია, რომლებიც ბავშვებისთვის სათამაშოებს ვერ ყიდულობდნენო.
მარტივად რომ ავხსნათ, თქვენი თითების გარკვეული კომბინაციებით კედელზე ამა თუ იმ ცხოველის ჩრდილი გამოისახება. თქვენ "გახმოვანებასაც" დაამატებთ და... 2-3-4 წლის ბავშვი ცოტა ხნით მაინც დაშოშმინდება. თან ეს თამაში ძალიან სასარგებლოა ბავშვის წარმოსახვის განვითარებისთვის. დღევანდელ თაობას, როგორც ცნობია, ამის პრობლემა ნამდვილად აქვს.
წარმოგიდგენთ რამდენიმე ცხოველს.