შეავსე ტესტი და გაიგე, რამდენად ადვილად შეგიძლია სიტუაციაში ორიენტირება და ადაპტირება შეავსე ტესტი და გაიგე, რამდენად ადვილად შეგიძლია სიტუაციაში ორიენტირება და ადაპტირება?
1. წარმოიდგინე, რომ ტყეში დაიკარგე. როგორ ფიქრობ, შეძლებ გზის პოვნას და იქიდან გამოსვლას?
დიახ - 3
გამიჭირდება - 1
2. დაუსახლებელ კუნძულზე მოხვდი. სანამ ღამის გასათევს მოძებნი, კუნძულს ხომ არ დაათვალიერებდი?
ა) დიდი სიამოვნებით - 2
ბ) ჯერ ღამის გასათევს
მოვძებნი - 3
3. ქუჩაში მეგობართან ერთად მოსეირნობ, მოულოდნელად მოსახვევიდან მანქანა გამოვარდა, შენი მეგობარი მარჯვნივ გაიქცა. შენც მას მიჰყვები კუდში?
დიახ - 2
არა - 3
4. სიბნელეში გზის გაკვლევა გიჭირს?
ცოტა - 1
არა - 3
5. გიყვარს თავსატეხების ამოხსნა?
ნაკლებად - 0
ძალიან - 3
6. გიყვარს ბუნებაში სეირნობა?
დიახ - 3
არა - 0
7. კრიტიკულ სიტუაციაში სწრაფად იღებ გადაწყვეტილებას?
დიახ - 3
ცოტა მიჭირს - 1
15-დან 21 ქულამდე:
მეტად საზრიანი და ჭკვიანი ბავშვი ხარ. ყოველთვის სწრაფი და სწორი რეაქცია გაქვს. ნებისმიერი რთული მდგომარეობიდან შეგიძლია თავის დაღწევა. შენ ანტარქტიდაშიც რომ მოხვდე, იქაც არ დაიკარგები.
5-დან 15 ქულამდე:
ძალიან გონიერი ხარ, თუმცა დამოუკიდებლობა გაკლია. ცოტა მფრთხალი ბრძანდები, ხშირად მშობლების გარეშე გიჭირს გადაწყვეტილების მიღება. ცოტა გაყოჩაღდი, თორემ როცა გაიზრდები, პრობლემებთან გამკლავება მარტოს გაგიჭირდება.