მხიარული ბუტერბროდი - გააკეთეთ პატარასთან ერთად საჭირო მასალა:
ორაგულის დამარილებული ფილე ან 1 ნაჭერი ლორი;
კიტრის 2 ნაჭერი;
სტაფილოს 2 ნაჭერი;
1 შავი უკურკო ზეთისხილი;
1 წიწაკიანი ზეთისხილი;
სიმინდის მარცვალი;
მწვანე ხახვი;
კარაქი;
პურის ნაჭერი;
1 ნაჭერი ყველი; მწვანე სალათის ფოთოლი.
1. პურზე წაუსვი კარაქი.
2. კარაქიან პურზე დააფინე ორაგულის ფილე ან ლორის ნაჭერი. ეს მანქანის კაბინაა.
3. კიტრის რგოლებით გაუკეთე საბურავები, ყველისგან კი გამოჭერი ფანჯრები.
4. შავ ზეთისხილს წააჭერი თავი.
5. ზეთისხილი დაამაგრე მანქანაზე - ეს ფარია.
6. ზეთისხილში ჩაამაგრე სიმინდის მარცვალი.
7. მწვანე ხახვის ღეროები დაჭერი და გააკეთე კარები და კარის საკეტები. უკანა ფარად შეგიძლია გამოიყენო ნებისმიერი კენკრა.
8. საბურავებზე მოათავსე სტაფილოს რგოლები.
9. მანქანის სახურავზე დაამაგრე მწვანე ზეთისხილი, მწვანე ხახვის ღეროთი კი გაუკეთე მილი, საიდანაც ბოლი გამოდის.
10. მწვანე ხახვის თავი რგოლებად დაჭერი და ბოლის რგოლები გააკეთე.