ბლინი გაცილებით ჯანსაღი საკვებია, ვიდრე "პეჩენია" და ფუნთუშები როცა საქმე ბავშვის კვებას ეხება, სიხლეებს ვერ გაექცევით. პატარებს ერთფეროვნება მალე ბეზრდებათ. სავალდებულო არაა, კულინარიაში გადატრიალება მოახდინოთ, საკმარისია, ტრადიციულ კერძებს ახალი შტრიხები შესძინოთ და ბავშვიც მეტი ენთუზუაზმით დააგემოვნებს მას.
ამჯერად იმ მშობლების გამოცდილებას გაგიზიარებთ, რომლებმაც ყველასათვის საყვარელი ბლინები ბავაშვისთვის უფრო მიმზიდველად აქციეს.
სამი წლიდან ბავშვს უკვე შეგიძლიათ შესთავაზოთ ბლინები, რომლის რეცეპტიც არავისთვის საიდუმლო არაა. ეს მარტივი ნამცხვარი გაცილებით უფრო ჯანსაღი საკვებია, ვიდრე ხელოვნური დანამატებით გამდიდრებული "პეჩენიები" და ფუნთუშები.
ჭრელი ბლინები
ფერადი ბლინები ნებისმიერი რეცეპტით ცხვება, რასაც ტრადიციულად დედა იყენებს. განმასხვავებელი ინგრედიენტი მხოლოდ ნატურალური საღებავებია. თუ მოხარშულ და ხორცსაკეპ მანქანაში გატარებულ ისპანახს დაუმატებთ, მწვანე ფერს მიიღებს, თუ ჭარხალს - წითელი გახდება, თუ კაკაოს - შოკოლადისფერი. იშვიათად შეგიძლიათ ტორტის საღებავების ძალიან მცირე დოზაც გამოიყენოთ.
აჟურული ბლინები
ეს უბრალოდ გამოცხობის განსხვავებული წესია. გამზადებული ცომი საკონდიტრო ტომარაში ან უბრალო ცელოფანის პარკში მოთავსეთ, რომელსაც კუთხეს ოდნავ ჩამოაჭრით. შემდეგ ტაფაზე უცნაური ფორმის აბსტრაქცია ან რომელიმე ცხოველის სილუეტი მოხატეთ - მხატვრულ არჩევანში თავისუფალი ხართ.
გულსართიანი ბლინები
ბლინი გულსართით აღმოჩენა ნამდვილად არ არის, სამაგიეროდ განსხვავებული ვიზუალი მას ბვშვისთვის უფრო მიმზიდველს გახდის. გულსართად გამოიყენეთ ყველი, მოხარშული და დაკეპილი ქათმის მკერდის ხორცი, ვაშლი, ალუბალი ან ქიშმიში. როგორც კი ტაფაზე ბლინს დაასხამმთ მაშინვე მიაყოლეთ გულსართიც, მაგალითად ისპანახში არეული ყველი. გადმოაბრუნეთ და მეორე მხარეც შეუბრაწეთ.
ტკბილი რგოლები
დაგჭირდებათ ხილი, სხვადასხვა სახის კეკნკრა და ხაჭო. წინასწარ გამომცხვარ ბლინზე მოათავსეთ ერთი სუფრის კოვზი ხაჭო, მთელს დიამეტრზე მოაწყვეთ ჩხირებად დაჭრილი ხილი. გადაახვიეთ რულეტივით და რგოლებად დაჭერით.
ბლინის ტორტი
ბლინებისგან ტორტის მომზადებაც შეიძლება, რომელსაც ბავშვი ნამდვილისგან ვერც გაარჩევს. ტორტის ფენებად ბლინები გამოიყენეთ, რომელსაც არაჟნის ან ჩვეულებრივი ტორტის კრემს წაუსვამთ, შიგადაშიგ კი ხილს ჩააყოლებთ.
თუ ჯერ ახალბედა ხართ და ბლინის მომზადება არ იცით, მის ტრადიციულ რეცეპტს გთავაზობთ.
200 მლ. რძე.
100 გრ. ფქვილი
1 სუფრის კოვზი შაქარი, ცოტა მარილი
75 მლ. წყალი
1 კვერცხი
ყველაფერი აურიეთ ერთმანეთში. შემდეგ პატარა, დაახლოებით 16 სმ დიამეტრის მქონე ტაფას ქაღალდის ხელსახოცით ცხიმი წაუსვით (მხოლოდ ერთხელ) და ფართობის 1/3-ზე დაასხით ცომი. შემდეგ ტაფა სწრაფად მიაბრუნ-მოაბრუნეთ, რომ ცომი მთელ ფართობზე განაწილდეს. აცხობთ დააცლოებით 30-40 წამის განმავლობაში, შემდეგ გადმოაბრუნეთ და მეორე მხარეც დაუბრაწეთ.