გააკეთე ტესტი და გაიგე, გახდები თუ არა მხატვარი გააკეთე ტესტი და გაიგე, გახდები თუ არა მხატვარი
1. ეზოში თამაშს გირჩევნია, შინ იჯდე და ხატო?
დიახ, არა
2. მარტო ყოფნისას თავს ხატვით ირთობ?
დიახ, არა
3. ხატვის წრეზე დადიხარ?
დიახ, არა
4. ოჯახში ვინმე ხატავს ან ხატავდა?
დიახ, არა
5. გიყვარს დასურათებული წიგნები?
დიახ, არა
6. გიყვარს მინდვრის ყვავილები?
დიახ, არა
7. მოგწონს თბილისის მრავალფრად შეღებილი სახლები?
დიახ, არა
8. საყვარელი მხატვარი გყავს?
დიახ, არა
9. გიყვარს ფოტოების გადაღება?
დიახ, არა
10. როცა ბუნებაში გადიხარ, ლამაზი ყვავილების თაიგულს აგროვებ და გვირგვინს წნავ ან უცნაურ ნივთებს აგროვებ, შინ მიგაქვს და ზღაპრის პერსონაჟებს აკეთებ?
დიახ, არა
წაიკითხე ტესტის პასუხები:
თუ შენს პასუხებში სჭარბობს "დიახ":
ეტყობა, ნიჭიერი ბავშვი ხარ და ხატვა გიყვარს, არც დაკვირვების უნარი და ფანტაზია გაკლია. გიყვარს ბუნება, უცნაური ნივთების შემჩნევაც შეგიძლია და მათი ზღაპრულ გმირებად გარდასახვაც. ეტყობა, კითხვაც გიყვარს, რადგან მხატვარი აუცილებლად განათლებული უნდა იყოს. შენგან ნამდვილად კარგი მხატვარი გამოვა. მხატვრული ნიჭის გაღრმავებაში ჩვენი ჟურნალიც დაგეხმარება, თუკი ხშირად გამოგვიგზავნი შენს ნახატებს და გასაფერადებლებსაც გემოვნებით გააფერადებ.
თუ შენს პასუხებში სჭარბობს "არა":
რა ვუყოთ, რომ ხატვა არ გიყვარს და არც საყვარელი მხატვარი გყავს. ბუნებაში ყოფნა კი გიყვარს, მაგრამ ბუნების საოცრებებს ვერ ამჩნევ, უბრალოდ დაკვირვებული არ ხარ, თუმცა ეს გულდასაწყვეტი არ არის, რადგან შენ სულ სხვა ინტერესები გაქვს ცხოვრებაში. მთავარია, ბევრი იკითხე, დაათვალიერე ცნობილი მხატვრების ალბომები და რომ გაიზრდები, უფრო დაკვირვებული და გემოვნებიანი იქნები. თუ მხატვარი არ გამოხვალ, მხატვრობის დაფასებას ნამდვილად ისწავლი.