მოამზადეთ ბავშვთან ერთად საჭირო მასალა:
ტოსტის პურის 2 ნაჭერი;
მოხარშული ძეხვის 2 ნაჭერი;
2 ცალი მოხარშული კვერცხი;
სიმინდის 2 მარცვალი;
მდნარი ყველის 2 ფირფიტა;
1 ცალი პატარა პომიდორი;
შავი ზეთისხილი;
მწვანე ხახვის ღეროები;
კამა;
მწვანე სალათის ფოთოლი.
1. პურის ნაჭერი ზუსტად ისე დაჭერი, როგორც სურათზეა ნაჩვენები. აქედან ჯერჯერობით გვჭირდება მხოლოდ კიდეები.
2. პურის გამოჭრილ კიდეებზე დააფინე ყველის ფირფიტა (ისიც პურის ზომაზე უნდა იყოს გამოჭრილი) - ეს "ლომის პირია".
3.პურის მეორე მთლიან ნაჭერზე დააფინე ძეხვის ნაჭერი, კუთხეში კი მოათავსე "ლომის პირი".
4. პირის ზედა ნაწილზე დაასკუპე პომიდორი და კვერცხები. პომიდორი "ცხვირია", კვერცხები - "თვალები".
5. პურის ნაჭერი მთლიანად მოათავსე მწვანე სალათის ფოთოლზე, ანუ "ფაფარზე". "თვალის გუგებად" შუაზე გაჭრილი ზეთისხილის მარცვალი გამოიყენე.
6. დარჩენილი პურის ნაჭრისგან (1 სურათი) გამოჭერი 2 რგოლი, ზემოდან დააფინე ძეხვისა და ყველის რგოლები - ეს "ყურებია".
7. ახლა ჯერ "ყურები" გაუკეთე ლომს, შემდეგ ხახვის ღეროებით "ულვაში", კამით - "წარბები" და სიმინდის მარცვლებით - "კბილები".