როგორც სიცილის, ასევე ტირილის მანერით შეიძლება ადამიანის ხასიათის გამოცნობა
იცი, რომ როგორც სიცილის, ასევე ტირილის მანერით შეიძლება ადამიანის ხასიათის გამოცნობა? გულდასმით წაიკითხე ტესტი, შეკითხვებზე გულახდილი პასუხები გაეცი და საკუთარ თავზე ბევრ ახალს შეიტყობ.
1. ტირილის დროს ხელებს თვალებზე იფარებ ხოლმე?
თუ დიახ, ეს ნიშნავს, რომ მორიდებული და ძალიან მგრძნობიარე ბავშვი ხარ.
2. სლუკუნ-სლუკუნით ტირი?
თუ კი, ე.ი. ბოლომდე არ ხარ დარწმუნებული საკუთარ თავში, არ გიყვარს თავის გამოჩენა და ხშირად ჩრდილში ყოფნას ამჯობინებ. გირჩევ: ნუ იქნები თვითკრიტიკული.
3. ტირილის დროს ცრემლები არ გადმოგდის, მხოლოდ პირი გაქვს მოღებული, ღრიალებ
და ფეხებს აბაკუნებ?
თუ დიახ, _ ე. ი. გიყვარს ყურადღების მიქცევა. ცოტა თავნება და ჯიუტიც ბრძანდები.
4. ცრემლებით, გულამოსკვნით ტირი ხოლმე?
თუ კი, ე.ი. კეთილი და ყურადღებიანი ბავშვი ხარ, ყველაფერი გულთან მიგაქვს, ოდნავ გადაბრუნებული სიტყვაც კი განერვიულებს.
5. ტირილის დროს ხელებს ხომ არ იწვალებ?
თუ დიახ, ე.ი. ცოტა არ იყოს, დაუფიქრებელი ხარ, ონავარი და აბეზარი.
6. ტირილის რაიმე განსაკუთრებული მანერა ხომ არ გაქვს?
თუ კი, მაშინ გამორჩეული ხასიათი გაქვს - ყველგან და ყოველთვის უპირატესობას საკუთარ აზრს ანიჭებ, რაც, სხვათა შორის, ბევრ შენს მეგობარს აღიზიანებს.