მიგიძღვის თუ არა წვლილი მშობლების ხასიათის ჩამოყალიბებაში ყველამ კარგად ვიცით, რომ მშობლები ზრდიან შვილებს, ასწავლიან, რა არის კარგი და რა - ცუდი. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ შვილებიც ცვლიან მშობლებს. გაეცანი ტესტს და გაიგებ, მიგიძღვის თუ არა წვლილი მშობლების ხასიათის ჩამოყალიბებაში.
1. შეუძლიათ შენს მშობლებს შენი გულისთვის მიატოვონ ნებისმიერი საქმე და შენ მოგხედონ?
ა) დიახ, შეუძლიათ - 2
ბ) შეუძლიათ, მაგრამ ზოგჯერ არ აკეთებენ - 1
2. გეკითხებიან ხოლმე მშობლები რჩევებს?
ა) დიახ - 2
ბ) არა - 1
3. მოუხდია თუ არა მშობელს შენთვის ბოდიში, თუკი იგი უსამართლოდ მოგექცა?
ა) დიახ - 2
ბ) არა - 1
4. რასაც შეგპირდებიან მშობლები, თითქმის ყოველთვის ასრულებენ?
ა) დიახ, თითქმის ყოველთვის - 2
ბ) არა, ზოგჯერ ავიწყდებათ - 1
5. ხშირად თამაშობენ შენი მშობლები შენთან ერთად?
ა) დიახ - 2
ბ) არა - 1
6. როცა ტირილს იწყებ, მაშინვე გისრულებენ სურვილს?
ა) არა, ზოგჯერ ჩემს ტირილს ყურადღებას არ აქცევენ - 2
ბ) დიახ, როცა ვტირი, ყველა მე მაქცევს ყურადღებას - 1
შეაჯამე ქულები და წაიკითხე შედეგები
9-დან 12 ქულამდე: შენი მშობლებისთვის ყველაზე ძვირფასი ხარ. ისინი ცდილობენ კარგად გაგიცნონ, გაიგონ, რა გახარებს და რა გწყინს, რა მოგწონს და რა - არა. პატივს გცემენ და კარგად გექცევიან, ეს კი შენი დამსახურებაა, რადგან შენ თვითონ ხარ ისეთი ბავშვი, რომ იმსახურებ კარგად მოქცევას. შენი მშობლები ბევრ რაღაცას სწავლობენ შენგან.
6-დან 8 ქულამდე: შენი მშობლებისთვის პირველ ადგილზე დგახარ. მათ ძალიან უყვარხარ, მაგრამ ზოგჯერ არ იციან, თუ როგორ მოგექცნენ. ნუ იქნები ჯიუტი და მტირალა, ყოველთვის მშვიდად გააგებინე, რა გინდა. თუკი უფრო ჭკვიანად მოიქცევი, შენი მშობლები შეიცვლებიან და უფრო მეტ სურვილს აიხდენ.