ამ მასტერკლასით ბავშვები და უფროსები ერთად გახალისდებით ე.წ. ტარტალეტკების საცხობი ქაღალდისგან ძალიან ლამაზი ყვავილების დამზადება შეიძლება. ამ მასტერკლასით ბავშვები და უფროსები ერთად გახალისდებით. ხელგარჯილობა ხომ ბავშვებისთვის სახალისო პროცესია, ლამაზი თაიგულის გასაკეთებლად უსაფრთხო, საინტერესო და სახალისო მეთოდით ვიხელმძღვანელებთ. დღეს მიხაკის გაკეთებას ვისწავლით.
მოიმარაგეტ თხელი გოფრირებული ქაღალდი, რომელშიც პატარა ბისკვიტებს, ქაფქეიქებს ან ტარტალეტკებს ვაცხობთ. რაც უფრო მეტი იქნება ქაღალდი, მით უფრო ფუშფუშა ყვავილი და დიდი თაიგული გამოგვივა.
ღეროსთვის დაგვჭირდება მავთული, რომელსაც ლენტს შემოახვევთ და ნემსი.
1. ქაღალდის ფორმები ცოტათი გაასწორეთ.
2. ქაღალი შუაში ნემსით ორ ადგილას გახვრიტეთ, რათა მავთულის ღერო ყვავილზე მიმაგრდეს.
3. ტარტალეტკის რამდენიმე ქაღალდს მავთული ერთ ნახვერტში შეუყარეთ და მეორე მხარეს გამოუყარეთ.
4. ქაღალდის ქვემოთ მავთულები ერთმანეთზე გადააბით და ლენტით (სასურველია მწვანე ფერის) შემოახვიეთ.
5. ახლა ყვავილს ფორმა მივცეთ. თითოეული ქაღალში თითებით მავთულთან მიკუჭეთ. ამგვარად ფაფუკი მიხაკი გამოგივათ.
6. მოკუჭვას თითოეული ფენა საჭიროებს.
აი, ასეთი მარტივი და უსაფრთხო მეთოდით შეგიძლიათ გააკეთოთ მიხაკი. თუ რამდენიმე ცალ ყვავილს გააკეთებთ, მისგან ლამაზ თაიგულს მიიღებთ.
წარმატებებს გისურვებთ!