ამ ბუტერბროდის დამზადებაც სახალისოა და ჭამაც
საჭირო მასალა:
ტოსტის პურის 1 ნაჭერი
ყველის ნაჭერი
მაგრად მოხარშული კვერცხი
4 ცალი უკურკო შავი ზეთისხილი
წითელი ბულგარული წიწაკის ნაჭერი
მწვანე სალათის ფოთოლი
ნაღების კარაქი ან მაიონეზი
1. კარაქწასმულ პურის ნაჭერზე დააფინე სალათის ფოთოლი და ყველი.
2. მოხარშული კვერცხი გაჭერი შუაზე და დააწყვე ბუტერბროდზე - ეს პინგვინების ტანია.
3. გაჭერი ზეთისხილი შუაზე. ორივე ნახევარი ჩაჭერი, ოღონდ ბოლომდე არა - ეს ფრთებია. ახლა ფრთები ტანზე დააწყვე ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები.
4. მთლიანი ზეთისხილი ანუ პინგვინის თავი ჩაჩხვლიტე და მასში სამკუთხედად გამოჭრილი წითელი ბულგარული წიწაკის ნაჭერი ჩაამაგრე - ეს პინგვინის ნისკარტია. თვალები ყველის პატარა ნაჭრისა და ზეთისხილის ნამცეცებისგან გააკეთე და თავზე მაიონეზის ან კარაქის საშუალებით მიამაგრე. ასეთი უნდა გააკეთო მეორე თავიც.
5. თავები ტანზე დაამაგრე. ზეთისხილისგან პატარა ფეხებიც გამოჭერი და საჭირო ადგილას მიამაგრე პინგვინებს. ნამდვილად მშვენიერი ბუტერბროდი გამოვიდა!