გააკეთე ტესტი და შეიტყობ პასუხს
1. რას აკეთებ თავისუფალ დროს...
ა) ვმღერი, ვხატავ, ვძერწავ;
ბ) კროსვორდებისა და თავსატეხების ამოხსნით ვერთობი;
გ) ეზოში მეგობრებთან ვთამაშობ;
დ) კომპიუტერთან ვზივარ.
2. თუ სკოლაში ცუდი ნიშანი დაგიწერეს, შენ...
ა) მშვიდად ვეტყვი მშობლებს და პირობას მივცემ, რომ გულმოდგინედ ვიმეცადინებ;
ბ) მასწავლებელს ვეტყვი, რომ უსამართლოდ მომექცა;
გ) შევეცდები, მასაწავლებელს ჟურნალში არ ჩავაწერინო, და დავპირდები, რომ მომავალ გაკვეთილზე ნიშანს გამოვასწორებ;
დ) არაფერსაც არ მოვიმოქმედებ.
3. როდესაც ქუჩაში სეირნობ...
ა) ბუნებით ვტკბები;
ბ) ლამაზ ავტომობილებს, სახლებსა და მაღაზიებს ვათვალიერებ;
გ) ადამიანებს ვაკვირდები, ვცდილობ გამოვიცნო, რაზე ფიქრობენ;
დ) არავის ყურადღებას არ ვაქცევ, ჩემთვის რაღაცაზე ვფიქრობ.
4. წარმოიდგინე, რომ მეგობრებთან ერთად...
დაუსახლებელ კუნძულზე ხარ. რაზე იფიქრებ?
ა) ვიფიქრებ, როგორ დავაღწიო თავი კუნძულს. დავხატავ რუკას და გადარჩენის გეგმებს დავსახავ;
ბ) ფიზიკურად ვივარჯიშებ. უცნობია, რომელი ცხოველები ცხოვრობენ კუნძულზე, შეიძლება მტრისგან თავის დაღწევამ მომიწიოს;
გ) კუნძულს დავათვალიერებ, იქნებ სადმე ადამიანები ვნახო;
დ) ყველას მივეხმარები, მოვამზადებ კერძს.
5. სად იმოგზაურებდი?
ა) დედამიწის გარშემო;
ბ) წყალქვეშ;
გ) კოსმოსში;
დ) საკუთარ სამშობლოში.
6. თავს ცუდად გრძნობ, თუკი...
ა) მარტო ვარ;
ბ) ჩემი იდეები და გეგმები არ აინტერესებთ ჩემს მეგობრებს;
გ) საშუალება არ მაქვს, რომ განვმარტოვდე და წავიკითხო წიგნი;
დ) როცა დავალებას მაძლევენ და არ მიხსნიან, რა უნდა გავაკეთო.
თუ შენს პასუხებში სჭარბობს "ა": დიდი მეოცნებე ვინმე ხარ. მომავალში აუცილებლად მხატვარი, მწერალი ან კომპოზიტორი იქნები.
თუ შენს პასუხებში სჭარბობს "ბ": შენში გეოგრაფის ან ისტორიკოსის ნიჭია დაფარული. გიყვარს მოგზაურობა, აღმოჩენები და გაინტერესებს სხვადასხვა ქვეყნის წარსული.
თუ შენს პასუხებში სჭარბობს "გ": ძალიან სპორტული ხარ, ნამდვილად სპორტსმენი გამოხვალ.
თუ შენს პასუხებში სჭარბობს "დ": შენში მასწავლებლის ნიჭია დაფარული. დარწმუნებული ვარ, კარგი პედაგოგი იქნები.