ერთ საიდუმლოს გაგიმხელ: უფროსებს ყოველთვის ჰგონიათ, რომ კარგი იუმორის გრძნობა აქვთ, მაგრამ ხშირად იტყუებიან. ერთ საიდუმლოს გაგიმხელ: უფროსებს ყოველთვის ჰგონიათ, რომ კარგი იუმორის გრძნობა აქვთ, მაგრამ ხშირად იტყუებიან. შეიძლება, არც იტყუებიან, უბრალოდ უჭირთ იმის აღიარება, რომ ეს გრძნობა ნაკლებად გააჩნიათ. მოდი, ახლა შევამოწმოთ, შენ თუ გაქვს იუმორის გრძნობა, ამისთვის კი ჩვენს შეკითხვებს გულახდილად უპასუხე _ "დიახ" ან "არა". ბოლოს კი შევაჯამოთ, რამდენი "დიახ" ან "არა" გვაქვს.
აბა, დავიწყოთ:
1. გიყვარს გულიანი სიცილი?
2. შეგიძლია გაიცინო მაშინაც კი, როცა ცუდ ხასიათზე ხარ?
3. როცა მარტო ხარ და უყურებ კომედიას, ან კითხულობ სასაცილო წიგნს _ იცინი ხოლმე?
4. როცა ხვდები, რომ ვიღაც გატყუებს, შეგიძლია არ შეიმჩნიო?
5. ოჯახში ხშირად ყვებით ანეკდოტებსა და სასაცილო ისტორიებს?
6. მეგობრების წრეში ენამახვილობით გამოირჩევი?
7. გაღიზიანებს სხვისი სიცილი, როცა შენ ცუდ ხასიათზე ხარ?
8. ყველაზე მეტად კომედიური ფილმები გიყვარს?
9. საკუთარ თავს მხიარულ ადამიანად მიიჩნევ?
10. გიყვარს სხვისი გამხიარულება?
ახლა ვნახოთ, რა გამოვიდა!
თუ შენ 6-ზე ან მეტ კითხვაზე დადებითი პასუხი გაეცი, ე.ი. იუმორის გრძნობა გაქვს და ძალიან მხიარული ვინმე ბრძანდები. ნებისმიერ რთულ სიტუაციაში შეგიძლია შეინარჩუნო ეს განწყობა. ეს ნამდვილად კარგია, რადგან ცხოვრებაში ძალიან გამოგადგება.
თუკი შენ 5 ან ნაკლებ კითხვას უპასუხე _ "არა", ეს ნიშნავს, რომ იუმორის გრძნობა გაკლია, ყველაფერი გულთან მიგაქვს. ასე არ შეიძლება, ყველაფერს უფრო მსუბუქად შეხედე, ნაკლები ინერვიულე და ბევრი იცინე. სიცილი და კარგი განწყობა შენთვისაც კარგია და სხვასაც მხიარულ განწყობაზე დააყენებ.