გააკეთე ტესტი და იპოვე პასუხი 1. იცი ანეკდოტები?
ა) ძალიან ბევრი! - 2;
ბ) ვიცი, მაგრამ ასეთებს კლასში ვერ მოვყვები - 1;
გ) არ ვიცი - 0.
2. იცი თუ არა ერთი სიმღერა მაინც ზეპირად?
ა) ძალიან ბევრი! - 2;
ბ) ვიცი, მაგრამ სიტყვები მეშლება ხოლმე - 1;
გ) შევეცადე მესწავლა, მაგრამ ვერ შევძელი - 0.
3. შეგიძლია რაიმე ეგზოტიკური ცეკვა შეასრულო, მაგალითად, როგორიცაა, კაციჭამიების "მამბუხრამბუ"?
ა) რა თქმა უნდა - 2;
ბ) შეიძლება ვცადო, იქნებ გამომივიდეს - 1;
გ) მე ვალსი გამომდის ყველაზე უკეთ - 0.
4. შეგიძლია ყირაზე დადგომა?
ა) შემიძლია - 2;
ბ) შემიძლია, ოღონდ მხოლოდ სხვის თავზე დგომა - 1;
გ) ჯერჯერობით ფეხებზე ძლივს ვდგავარ - 0.
5. შეგიძლია ენის წვერით ცხვირს შეეხო?
ა) დიახ! - 2;
ბ) მხოლოდ და მხოლოდ სხვის ცხვირს - 1;
გ) ჯერჯერობით არა, მაგრამ უკვე დავიწყე ვარჯიში - 0.
6. შეგიძლია რაიმე ფოკუსის შესრულება?
ა) ძალიან ადვილად! - 2;
ბ) შემიძლია გავცარცო მასწავლებელი - 1;
გ) არ შემიძლია - 0.
ახლა შეაჯამე ქულები და წაიკითხე შედეგები:
0-2 ქულა: ზედმეტად მორიდებული ხარ. შეეცადე, ისწავლო ერთი ანეკდოტი მაინც. აყევი სხვების ხუმრობას და არც არავისგან გეწყინოს შენი მისამართით წარმოთქმული ხუმრობა.
3-6 ქულა: ცოტა არ იყოს, ხასიათის ადამიანი ხარ. ხან მხიარული და ენამოსწრებული, ხან კი ისეთ ხასიათზე ხარ, სიტყვას ვერ დაგაცდენინებს ადამიანი.
7-12ქულა: შენ ნამდვილი არტისტული მონაცემები გაქვს. მხიარული და ცელქი ხასიათიც ხელს გიწყობს იმაში, რომ ხალხი გაახალისო. თანაკლასელებსაც ხშირად ამხიარულებ. ნუ გაუშვებ შანსს ხელიდან და კომიკოსობაზე სერიოზულად იფიქრე.