ტესტი პატარებისთვის 1. თვლი მაიმუნს შენს მეგობრად?
ა) რა თქმა უნდა, დიდ პატივს ვცემ მაიმუნს - 3
ბ) არა, მაღიზიანებს - 2
გ) ვიფიქრებ ამაზე - 1
2. ჭამის შემდეგ ხშირად გეუბნებიან: "აუ, რამდენი ჭამე?!"
ა) არა, ეს მე არ მეხება - 3
ბ) ხდება ხოლმე! მერე რა, არ მაქვს უფლება? - 2
გ) არ მახსოვს მსგავსი შემთხვევა - 1
3. რომელი მულტპერსონაჟი გიყვარს ყველაზე მეტად?
ა) მიკი მაუსი - 3
ბ) ვინი პუჰი - 2
გ) პიტერ პენი - 1
4. ზოგჯერ სიამოვნებისგან დახტიხარ ხოლმე?
ა) დიახ, რა არის ამაში ცუდი? - 3
ბ) არა, სიამოვნებისგან ვკრუტუნებ ხოლმე - 2
გ) არ ვიცი, დავაკვირდები საკუთარ თავს - 1
5. ხშირად გეუბნება დედა ან მამა, რომ შენი ოთახი ჯუნგლებს ჰგავს?
ა) მერე რა, რომ მეუბნებიან? - 3
ბ) არა, არასდროს უთქვამთ - 2
გ) არა, მაგრამ ზოგჯერ ხდება ხოლმე - 1
6. გიყვარს ხეებზე ძრომიალი?
ა) ახლა ხეებზე ასვლაც ამიკრძალეთ! - 3
ბ) არა, რას ამბობთ! - 2
გ) ხანდახან მსიამოვნებს - 1
შეაჯამე ქულები და წაიკითხე შედეგები:
15-18 ქულა: 2016 წელი ნამდვილად შენი წელია! გილოცავ! ამ წელს დიდ წარმატებებს მიაღწევ სწავლაშიც და სხვა საქმეებშიც. ძალიან ბევრი სურვილი აგისრულდება.
10-14 ქულა: სამწუხაროდ, შენ და მაიმუნი ვერ დამეგობრდებით, მაგრამ არ იდარდო. ამ წელს შეიძლება ყველა სურვილი არა, მაგრამ რაც მთელი გულით გინდა, მაინც ასრულდება.
6-9 ქულა: შენ ძალიან ნეიტრალური ადამიანი ხარ. მაიმუნის მიმართ საწინააღმდეგო არაფერი გაქვს, თუმცა მასთან მეგობრობის დიდ სურვილსაც არ გამოთქვამ. ამიტომ ამ წელს ყველაფერი გააკეთე ისე, როგორც შენ გინდა - მაიმუნი ამაში ხელს არ შეგიშლის. მთავარია მონდომება და ყველა ოცნება აგიხდება.