გააკეთე ტესტი და გაიგებ
1. წარმოიდგინე, რომ სახლში მარტო ხარ. გაისმა ზარის ხმა, გაიხედე სათვალთვალოში და უცხო ადამიანი დაინახე. რას იზამ?
ა) უშიშრად გაუღებ კარს;
ბ) სასწრაფოდ დედას დაურეკავ;
გ) დაბრუნდები შენს ოთახში და გაკვეთილების მომზადებას გააგრძელებ.
2. შემთხვევით გაგიტყდა დედიკოს საყვარელი ლარნაკი. შენ:
ა) ნამტვრევებს იატაკზე ტოვებ და შინდაბრუნებულ დედას ყველაფერს უამბობ;
ბ) ყველაფერს კატას გადააბრალებ;
გ) შეაგროვებ ნამტვრევებს და გადაყრი. ყველაფერს მაშინ ეტყვი დედას, როცა დასასვენებლად ტახტზე მოკალათდება.
3. კბილი აგტკივდა და ექიმთან წაგიყვანეს. შენ...
ა) ექიმის კაბინეტში თამამად შედიხარ;
ბ) პოლიკლინიკიდან იპარები;
გ) მოთმინებით ელოდები შენს რიგს, რადგან იცი, რომ სერიოზული არაფერი გჭირს. შენ ხომ ყოველთვის სათანადოდ უვლი კბილებს!
წაიკითხე შედეგები:
"ა" ვარიანტს ირჩევს - გულადი.
"ბ" - მშიშარა.
"გ" ვარიანტს კი - ფრთხილი.
მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ შენს პასუხებში შერეული ვარიანტებია, დაფიქრდი, თუ ნამდვილად გულადი ხარ, მაშინ რატომღა იტყუები და გეშინია ხოლმე? ისე, სიმამაცეს აჯობებს, ჯერ სიფრთხილე ისწავლო.