შეგიძლია საიდუმლოს შენახვა? ამ ტესტით დაადგენ, რამდენად კარგი მესაიდუმლე ხარ.
შეგიძლია საიდუმლოს შენახვა? ამ ტესტით დაადგენ, რამდენად კარგი მესაიდუმლე ხარ.
1. დედამ გაგანდო, რომ შენს დაიკოს დაბადების დღისთვის საჩუქარი უყიდა და გთხოვა, წინასწარ არ გეთქვა. შენ...
ა. როგორც კი დაიმარტოხელებ, ჩაუკაკლავ;
ბ. სადილობისას თავს ვერ შეიკავებ და წამოაყრანტალებ;
გ. საიდუმლოს შეინახავ.
2. მამამ გაგანდო, რომ მომღერლობა მოუნდა. შენ...
ა. მის საიდუმლოს მაშინვე ინტერნეტით გაავრცელებ;
ბ. დედას ჰკითხავ, იცის თუ არა მისი ოცნების შესახებ;
გ. გიხარია, რომ ერთადერთი ადამიანი ხარ, ვინც მისი საიდუმლო იცის.
3. შენმა საუკეთესო მეგობარმა გაგანდო, რომ შეყვარებული ჰყავს. შენ...
ა. ყველას ეტყვი სკოლაში;
ბ. ამ საიდუმლოს მხოლოდ რამდენიმე მეგობარს გაანდობ;
გ. არავის ეტყვი.
4. დედამ გაგიმხილა, რომ ბებიას დაბადების დღეზე წვეულებას უწყობს. შენ...
ა. მაშინვე ეტყვი ბებიას;
ბ. ვითომ შემთხვევით, ჰკითხავ ბებიას, რას ჩაიცვამს წვეულებაზე;
გ. საიდუმლოს შეინახავ, რადგან იცი, რომ ბებოს სიურპრიზები უყვარს.
5. სტუმრად მოსულმა შენმა მეგობარმა დედის საყვარელი ლარნაკი გატეხა
ა. მაშინვე დაუძახებ დედას და გააგებინებ, ვინ არის დამნაშავე;
ბ. მოგვიანებით ეტყვი, ოღონდ სთხოვ, რომ არ უსაყვედუროს;
გ. ნამსხვრევებს გადაყრი და ყველაფერს ფისოს დააბრალებ.
თუ შენს პასუხებში სჭარბობს:
ა - საიდუმლოს შენახვა არ გეხერხება.
ბ - ცდილობ, შეინახო, მაგრამ თავს ვერ იკავებ.
გ - საიდუმლოს შენახვა იცი.