რას ნიშნავს შენი სიზმრები
ალბათ, ხშირად გაგჩენია სურვილი, აგეხსნა, რას ნიშნავს ის სიზმარი რომელიც ნახე? თუ ასეა, ქვემოთ მოყვანილი განმარტებები გამოგადგება:
თუ გესიზმრა, რომ ციხე-დარბაზში ზიხარ და მეფე ან დედოფალი ხარ, ნიშნავს, რომ ბედნიერი ხარ და თავს კარგად გრძნობ. ტყეში დაკარგვა ნიშნავს, რომ რაღაც სიახლე გაწუხებს - სკოლა ან სახლი ხომ არ შეიცვალე? თუ ლომი დაგესიზმრა ესე იგი, რაიმეზე დარდობ ან რაღაცის გეშინია. თუ პეპელა გესიზმრა, ნიშნავს, რომ რაღაც კარგი მოხდება. ცნობილი ადამიანი თუ გესიზმრა, ესე იგი, მისნაირი გინდა იყო.
რატომაც არა...
კარგი იქნება, თუ სიზმრების დღიურს შეადგენ. როგორც კი გაგეღვიძება, მაშინვე ჩაწერე, რადგან სიზმარმა დავიწყება იცის. აღწერე შენი სიზმარი, რა იგრძენი: ბედნიერი იყავი, სევდიანი თუ შეშფოთებული?