ვნახოთ, რამდენად საქმიანი ხარ
გიყვარს დილით ადრე ადგომა?
ა) რა თქმა უნდა, რაც უფრო ადრე ავდგები, მით მეტ საქმეს მოვასწრებ;
ბ) ისე რა;
გ) ვერ ვიტან, ნერვები მეშლება, როცა დილით მაღვიძებენ.
რას აკეთებ იმ დღეს, როცა სკოლის დავალებები არ გაქვს მოსამზადებელი?
ა) რაიმე საინტერესო წიგნს ვკითხულობ;
ბ) მეგობრებთან ერთად ვერთობი;
გ) საწოლში ვგორაობ, ან კომპიუტერთან ვზივარ.
გიყვარს ექსკურსიებზე სიარული?
ა) ძალიან, შეიძლება ითქვას, ჩემი ჰობია;
ბ) დიდად არ მაინტერესებს, მაგრამ მაინც დავდივარ ხოლმე;
გ) ეზოში თამაში მირჩევნია.
შეგიძლია, ფიქრის გარეშე დაასახელო სამი საყვარელი წიგნი?
ა) მეტიც შემიძლია;
ბ) ცოტა დაფიქრება დამჭირდება;
გ) წიგნებს არ ვკითხულობ, თუ რამე
მაინტერესებს, კომპიუტერს მივმართავ.
როგორ ატარებ დასვენების დღეებს?
ა) ჯერ ვმეცადინეობ, დარჩენილ დროს კი ჭკვიანურად ვიყენებ;
ბ) ვერთობი;
გ) დასვენების დღე იმიტომ ჰქვია, რომ დავისვენო. ჰოდა, მეც ვისვენებ.
თუ შენს პასუხებში მეტია "ა": ძალიან სერიოზული და გაწონასწორებული ბავშვი ხარ. დროის ფასი ნამდვილად იცი და ყოველ წუთს უფრთხილდები. ეს თვისება ალბათ ბევრ უფროს ადამიანსაც შეშურდება.
თუ შენს პასუხებში მეტია "ბ": მხიარული და უდარდელი ვინმე ბრძანდები. დაუდევარიაო, ვერ ვიტყვით, პასუხისმგებლობის გრძნობაც გაქვს, მეგობრები გიყვარს, თუმცა დროის შეგრძნება ხშირად გღალატობს.
თუ შენს პასუხებში მეტია "გ": შენთვის დროს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ზოგჯერ ისიც კი გავიწყდება, რომ საათი არსებობს. ასე არ გამოვა. დრო ძალიან ძვირფასია და უცებ გარბის. მას უნდა გაუფრთხილდე და სწორად გამოიყენო.