გამოვა თუ არა შენგან ტელეწამყვანი? 1. ყურადღებით დააკვირდი შენს თავს სარკეში. უნდა გქონდეს: ორი ხელი, ორი ფეხი, ორი თვალი, ორი ყური, ერთი ცხვირი, ერთი პირი, ერთი ენა და ბევრი კბილი. ზემოთ ჩამოთვლილი ორგანოები თავის ადგილზეა?
ა) ყველაფერი რიგზეა - 10
ბ) ბევრი კბილი არ მაქვს - 5
გ) მგონი უკან პატარა კუდიც მაქვს! - 0
2. გიყვარს თუ არა მოსაუბრესთან კამათი?
ა) დიახ, ლაპარაკი უფრო მიყვარს, ვიდრე მოსმენა - 10
ბ) არა, მოსაუბრეს ჯერ ვუსმენ და მერე ვეკამათები - 5
გ) ტელევიზორში ერთმანეთს არავინ აცლის ლაპარაკს და მეც მათ მსგავსად ვიქცევი - 0
3. შეგიძლია, ყოველ წამს იყვირო: "აპლოდისმენტები!"?
ა) თუკი საჭიროა ვიყვირებ - 10
ბ) რატომ უნდა ვიყვირო? - 0
გ) თუკი რამე სააპლოდისმენტო იქნება, აუცილებლად ვიყვირებ - 5
4. გაქვს ისეთი ხმა, რომ რამდენიმე ადამიანის ლაპარაკი გადაფარო?
ა) როცა ლაპარაკს ვიწყებ, ყველა ჩუმდება - 10
ბ) ყოველთვის ვყვირი იმისთვის, რომ ვინმეს რამე გავაგებინო - 5
გ) ყველაზე მეტად ყურში ჩურჩული მეხერხება - 0
5. ცნობისმოყვარე ხარ? გაინტერესებს სხვისი ამბები?
ა) ძალიან! - 10
ბ) არა, არ მაინტერესებს - 5
გ) ჯერ ჩემს ამბებს ვყვები ხოლმე და მერე დრო აღარ მრჩება სხვისი ამბების მოსასმენად - 0
წაიკითხე შედეგები:
30-დან 50 ქულის ჩათვლით: შენ აუცილებლად ტელევიზიაში უნდა მოხვდე. შენგან საუკეთესო წამყვანი დადგება და შენი შოუ ყველაზე საინტერესო და სკანდალური იქნება.
10-დან 25 ქულის ჩათვლით: არა, სკანდალური შოუს წამყვანობა შენი საქმე არ არის. შენ უფრო მშვიდი პროფესია მოგიხდება. თოქ-შოუს პირობები შენთვის ზედმეტად ხმაურიანი და კონფლიქტურია.
10 ქულის ქვემოთ: შენ იუმორისტული გადაცემის წამყვანობა უფრო მოგიხდება. შენი საქმე ჩხუბი კი არა, სიცილია.