არის თუ არა ბუტია თქვენი შვილი? ჩაუტარეთ სახალისო ტესტი 1. დიდხანს გამახსოვრდება წყენა და ის, ვინც გაწყენინა?
ა) დიახ - 3;
ბ) არ ვიცი - 2;
გ) არა - 1.
2. როცა მხიარულ ხასიათზე ხარ, შეიძლება უცებ მოიწყინო?
ა) დიახ - 3;
ბ) არ ვიცი - 2;
გ) არა - 1.
3. თუკი ვინმესთან იჩხუბებ, შეგიძლია დიდხანს არ დაელაპარაკო და ხმა არ გასცე?
ა) დიახ - 3;
ბ) არ ვიცი - 2;
გ) არა - 1.
4. ყოველთვის ინტერესდები, თუ რას ლაპარაკობენ შენზე სხვები?
ა) დიახ - 3;
ბ) არ ვიცი - 2;
გ) არა - 1.
5. ხშირად გესიზმრება ცუდი სიზმრები?
ა) დიახ - 3;
ბ) არ ვიცი - 2;
გ) არა - 1.
6. მეგობრები ხშირად გიწოდებენ ბუტიას?
ა) დიახ - 3;
ბ) არ ვიცი - 2;
გ) არა - 1.
ახლა კი შეაჯამე ქულები და ნახე შედეგები:
12-18 ქულამდე: შენ ბუტია ბავშვი ხარ! ადვილად გწყინს და გგონია, რომ უმიზეზოდ გაბრალებენ ყველაფერს. შეეცადე არ იჩხუბო მეგობრებთან. თუკი მაინც გაგაბრაზეს, დიდხანს ნუ გაგყვება წყენა, რადგან მეგობრები ზოგჯერ კინკლაობენ ხოლმე, გარშემომყოფებს ძალიან უყვარხარ და ამიტომ ყველას ნუ გაუნაწყენდები.
6-დან 11 ქულამდე: შენ არ ხარ ბუტია, მაგრამ ზოგჯერ უმიზეზოდ გწყინს რაღაცები. შეეცადე წყენა არ ჩაიდო გულში, რადგან ეს ისევ და ისევ შენთვის არის ცუდი. თუმცა ადვილად შეგიძლია ხასიათზე მოსვლა და გამხიარულება.
1-დან 5 ქულამდე: ძალიან გულღია და მიმტევებელი ადამიანი ხარ. შენი გაბრაზება და წყენა ძალიან ძნელია. მიმტევებელი ხასიათის გამო თითქმის არასდროს ჩხუბობ მეგობრებთან. თუკი მაინც აწყენინეთ ერთმანეთს, ყოველთვის შენ დგამ პირველ ნაბიჯს და ურიგდები. ასე გააგრძელე და როცა გაიზრდები, ძალიან დაგიფასდება ეს თვისება.