გიყვარს თუ არა საკუთარი თავი?
1. ბრაზდები, როცა შენს კლასელს უფრო აქებს მასწავლებელი, ვიდრე შენ?
ა) დიახ - 1
ბ) არა - 5
გ) ზოგჯერ - 3
2. ხომ არ გგონია, რომ გარშემომყოფები სითბოს და სიყვარულს გაკლებენ?
ა) დიახ - 5
ბ) არა - 1
გ) ზოგჯერ - 3
3. როცა სარკეში იხედები, ძირითადად საკუთარ თავს:
ა) უღიმი - 1
ბ) უბღვერ - 5
გ) ემანჭები - 3
4. შენი მშობლები ხშირად გეუბნებიან, რომ:
ა) კარგი გოგო (ბიჭი) ხარ - 1
ბ) ცუდი გოგო (ბიჭი) ხარ - 5
გ) თუ ძალიან გააბრაზე, გეუბნებიან, რომ ცუდად იქცევი - 3
5. თუკი ვინმე ხუმრობით დაგცინის ...
ა) ბრაზდები - 5
ბ) შენც დასცინი - 1
გ) გწყინს, მაგრამ არ იმჩნევ - 3
6. რომელ ფერს შეადარებდი საკუთარ თავს:
ა) ლურჯს - 1
ბ) ყვითელს - 3
გ) წითელს - 5
ახლა კი შეაჯამე ქულები და ნახე,რამდენად გიყვარს საკუთარი თავი.
6-15 ქულა: შენ ძალიან ჭკვიანი ბავშვი ხარ. კარგად იცი, სად და როგორ უნდა წარმოაჩინო თავი. ეს შენი მშობლების დამსახურებაცაა. მთავარია, რომ ძალიან გიყვარს შენი თავი, ეს კი იმის ნიშანია, რომ გარშემომყოფებიც გიყვარს. ამას ყველა ხედავს და სიამოვნებთ შენთან ურთიერთობა.
16-20 ქულა: ძალიან მოსიყვარულე და თბილი ბავშვი ხარ და გინდა, რომ ყველა ასეთი იყოს შენ მიმართ. მაგრამ თუკი ვინმე თბილად არ მოგექცევა, ძალიან ნუ გაბრაზდები. ყველა ადამიანი სხვადასხვანაირია. მთავარია გახსოვდეს, რომ ძალიან კარგი და ლამაზი ადამიანი ხარ და ყველას უნდა დაანახვო შენი სილამაზე.
21-30 ქულა: ძალიან მორცხვი ხარ და გეშინია საკუთარი თავის წარმოჩენა. ნუ გგონია, რომ შენ ცუდი ხარ და სხვა ყველა კარგია. გამოავლინე შენი დადებითი თვისებები, ყველას მოესიყვარულე, მოეფერე და იმავეს მიიღებ სხვებისგან. თუკი ვინმეს არ მოსწონს შენი საქციელი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ არ მოსწონხარ. კეთილი ადამიანებიც უშვებენ შეცდომებს.