გაიგეთ, არის თუ არა ეგოისტი თქვენი შვილი. გააკეთებინეთ ეს სახალისო ტესტი. 1. დედისერთა ხარ?
კი - 1
არა - 2
2. როცა დედა შენს დას ან ძმას ეფერება, იბუტები?
კი - 0
არა - 2
3. ბევრი მეგობარი გყავს?
კი - 2
არა - 1
4. თავი ყველაზე ლამაზი გგონია?
კი - 0
არა - 2
5. თავი ყველაზე ლამაზი გგონია?
კი - 0
არა - 2
6. შეგიძლია შენი საყვარელი სათამაშო მეგობარს აჩუქო?
კი - 2
არა - 0
7. მეგობრის წარმატება ყოველთვის გიხარია?
კი - 2
არა - 0
ახლა კი შეაჯამე ქულები და ნახე, რამდენად გიყვარს საკუთარი თავი
12-14 ქულა: გულღია და კეთილი ბავშვი ხარ. საერთოდ არ ხარ ეგოისტი. ბევრი მეგობარი გყავს, და-ძმაზეც არ ეჭვიანობ და არც საყვარელი საჩუქრის გაჩუქება გიჭირს. იცი, რომ ლამაზი ხარ, მაგრამ თავი ყველაზე ლამაზი არ გგონია, ყველას წარმატება გახარებს და სიამოვნებით ეხმარები ადამიანებს, შენზე ვერავინ იტყვის ეგოისტიაო.
2-10 ქულა: ლამაზ, მშვენიერ და მეგობრულ ბავშვს საკუთარი თავი ყველაზე მეტად გიყვარს. მეგობრების სიმცირეს არ განიცდი, მაგრამ არც სხვისი დახმარება გსიამოვნებს დიდად და არც საყვარელი სათამაშოს გაჩუქება. თავს საკუთარ და-ძმაზე წინ აყენებ და გინდა, რომ ყველა შენ გეფერებოდეს. დაფიქრდი, ასე არ ივარგებს, რადგან ეგოიზმი კარგს არაფერს მოგიტანს.