სამოქალაქო აქტივისტი სალომე ბარკერი, რომელიც 2019 წლის 26 მაისს ლაგოდეხის ნაკრძალში ტრაგიკულად გარდაცვლილი 16 წლის სოფო ნიკოლეიშვილის დაა, სოციალურ ქსელში წერს:
"მაგარი ამბები.
31 მარტია, 2021 წლის. ორი წლის წინ, 26 მაისს მოხდა "ის უბედური შემთხვევა". მოწმეები, რომლებიც ეხლა იკითხებიან, უკვე ამბობენ "ორი წელი გავიდა, რა მახსოვს", კიდე ბევრი იტყვის. დაიზარდნენ სოფის კლასელები, სრულწლოვნები არიან, ზოგი ალბათ მეორე კურსზეა, არ ვიცი, ვეღარ ვითვლი. მოსამართლე შეიცვალა ამასობაში, ახალი ცოტა ნორმალური ჩანს, მინიმუმ საქმე აინტერესებს, მინიმუმ ამ ინტერესს გვაჩვენებს. წინა უბრალოდ თავის ადგილას იდო.
ბრალდებულია ორი მასწავლებელი, რომელთაც თავიდან ბრალი ედებოდათ სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობაში, მოგვიანებით გადაკვალიფიცირდა გულგრილობის მუხლზე, რომელმაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ორივე მასწავლებელი ცდილობს თავი დაიძვრინოს. და ეს ისეთი გულისამრევი საყურებელია, ვფიქრობ შემდეგ პროცესზე ხომ არ დაგასწროთ მსურველები. (დისტანციურად ტარდება, ონლაინ)
დღეს მეორედ დაიკითხა რეინჯერი, რომელმაც თქვა, რომ რადგან მაისში ლაგოდეხში სეზონი არ არის (თოვლი დნება და ადიდებულია ცივი მდინარე) ამიტომ არ გაუფრთხილებია შემხვედრი ჯგუფი, რომ წყალში არ ებანავათ (დეკემბერი რომ ყოფილიყო ხომ არ გავაფრთხილებდიო, ვერც წარმოვიდგენდი, რომ წყალში შევიდოდნენო, ამ ლოგიკით არ გავაფრთხილე მაისშიცო) მაგრამ მასწავლებელს უთხრა, რომ ცუდ დროს ჩავიდნენ, წყალი ადიდებულია, ჩანჩქერის გზაზე ნიშნები არ არის, ხიდები არ არის და ასვლა გაუჭირდებოდათ.
მასწავლებელმა რეინჯერს მაშინ უპასუხა, რომ ადგილობრივი იყო, და რომ ათჯერ მაინც იყო ნამყოფი ამ ჩანჩქერზე. კაი ჩემო ძმაოო, რეინჯერმა, შეავსო რაღაც ფურცელი (ვინ ადიოდა ჩანჩქერზე, უბრალოდ რეგისტრაციისთვის) და წავიდა თავის გზაზე. ესენიც ავიდნენ, ბავშვი დაიხრჩო წყალში უყურადღებობის გამო და ეხლა ყველანი სხედან და არკვევენ, იმ ფურცელს თუ ავსებდა რეინჯერი, ესე იგი სეზონი უკვე იყო გახსნილი თუ არ იყო? თუ არ იყო გახსნილი აბა ფურცელი რატომ შეივსო? და ფურცელი თუ შეივსო, აბა სეზონი არ იყო?
სოფის კლასელები ხო ბავშვები არიან ჩემთვის და მრცხვენია რამის თქმა. დამუშავებულები, კარგად გაწვრთნილი სიტყვა-პასუხით. ვერ იხსენებენ ვერაფერს, რაც მარტივად დასამახსოვრებელია და თავიანთ პირველ ჩვენებებში უწერიათ. სამაგიეროდ რთული თანწყობილი წინადადებებით გვიყვებიან ყველაფერს, რაც წარმატებით ჯდება საერთო ნარატივში. ჯერ სულ რამდენიმეა დაკითხული და უკვე გული მაქვს გაბზარული ყველას სმენით, მრცხვენია მათ მაგივრად და ყველას მაგივრად, ვინც ასე გამოწვრთნა "დაცვის ხაზი".
მთელი სკოლა ამტკიცებს ამდენი ხანია, რომ ჯერ კიდევ ავტობუსში ხაზგასმით სოფი გააფრთხილეს ხაზგასმით არ ებანავა (bulshit, ყველა ბავშვი ბანაობას აპირებდა და რეალურად იბანავა ყველამ და სოფი რატომ გააფრთხილეს მაინცდამაინც წინასწარ, ვერ ხსნის ვერავინ. მოხდა საერთოდ მსგავსი ამბავი? აბა რა ვიცი) და დღეს რეინჯერს უტრაკებდნენ, არ იყო იქ ამკრძალავი ნიშნები და რატომაც არ უნდა გვეცურაო, რა გვიკრძალავდაო, როო. და რას ჩალიჩობს ეს ხალხი ყველა ერთად? შეგვეშალა, აზრზე არ ვიყავით, აბა რა ვიცოდით, ძალიან ვწუხვართ, კი გვითხრეს, მაგრამ არ გავითვალისწინეთ, დავაშავეთ, მაგრამ აწი აბა რას ვუშველით, იდიოტები ვართ, გთხოვთ მოგვიტევეთ და ა.შ.-ს კი არა, არამედ პასუხისმგებლობისგან გაქცევას მთელი ძალით და ღონით. თითქოს მთელი ექსკურსია დაგეგმეს ბავშვებმა და დირექცია აიყვანეს მძევლად, "ავტობუსი იყო გამართული და ექიმი ახლდათ" ანუ კანონის მოთხოვნები შესრულდა (მერე რა, რომ ექიმი ჩანჩქერის დასაწყისში დარჩა და მასთან ერთად დამრიგებელიც, და ბავშვები მარტო აბოდიალდნენ ზევით, მერე რა, რომ ზევით ასული ორი მასწავლებლიდან ერთი მალევე უკან გამობრუნდა ბავშვებთან ერთად ჰამბურგერების მოსაბილიზებლად, მერე რა რომ სოფი სრულიად მარტო ავიდა ურთულეს გზაზე, ისე რომ არ დაშავდა, რაღაცნაირად მეტყველებს მის ზოგად სიფრთხილეზე, არა?).
დანარჩენი ყველაფერი სეზონის, მიწისძვრის, კარმის, ღმერთის, უცხოპლანეტელების და ზოგადი გალაქტიკური შემთხვევითობის შედეგად განხორციელდა. მაგრები ხართ ხალხო, გაიქეცით და ირბინეთ. სოფის აღარაფერი აკლდება ამ თქვენი სირბილით და თქვენ სად მიირბენთ ბოლოს ნეტა, როგორ არ გეშინიათ ან გრცხვენიათ არ ვიცი.
ამასაც უბრალოდ იმიტომ ვაფაბლიქებ, რომ გული არ გამისკდეს და მარტო არ ვიყო ამ უსინდისობასთან.
"ჰოდა მიდი და სასამართლოში იჩივლე" - ხო მარტივად ჟღერს, არადა რთულია. ურთულესი. ხანდახან შეუძლებელიც. მაგრამ მაინც, არ ღირს დანებება, არასდროს. ალბათ".