სანამ უმცროსი ძმა მთელი მსოფლიოს გასაგონად საუბრობს ოჯახურ ტრავმებზე და მენტალურ პრობლემებზე, უფროსი ძმა მკაცრად ინარჩუნებს დუმილს. პრინცესა დიანაზე კი მხოლოდ აღტაცებით საუბრობს ყველა, მხოლოდ ოჯახის ახლო გარემოცვამ იცის მისი ბნელი მხარეებიც და ის შეცდომები, რაც განსაკუთრებით როგორც დედამ, ისე დაუშვა.
ცნობილია, რომ უილიამი არასწორი აღზრდის მსხვერპლია. მას საკმაოდ მკაცრად ექცეოდნენ, რის შესახებაც თავად არ საუბრობს. ცოტა ხნის ამოტივტივდა საარქივო ვიდეოჩანაწერი, პატარა პრინცისა და მისი დედის. იქ მკაფიოდ ჩანს, რომ დიანამ უილიამს პირდაპირ მისი თანაკლასელების თვალწინ სცემა.
სამეფო ექსპერტი და კორესპონდენტი ეშლი უოტონი ამბობს, რომ ამ ფაქტს წინ უძღოდა უსიამოვნო ამბავი - 7 წლის უილიამმა სცადა, გაკვეთილების შემდეგ დედას გაქცეოდა, რომ იქცვე ეზოში ბავშვებთან ეთამაშა. თუმცა დიანას, რომელიც სულ დაკავებული იყო, ეჩქარებოდა და ბავშვის თავნებობამ გააბრაზა. მაშინვე დაედევნა შვილს, დაახლოებით ას მეტრზე სდია, მერე კი დაიჭირა და საჯდომზე მთელი ძალით დაარტყა. მოულოდნელობისგან, ტკივილისგან და სახალხოდ დამცირებისგან უილიამი ხმამაღლა ატირდა. ამ ყველაფერს მისი თანატოლები ადევნებდნენ თვალს. შემდეგ დიანამ ასევე ძალით შეაგდო ბავშვი სამეფო მანქანაში და კენსინგტონის სასახლეში წაიყვანა.
დიანას აღზრდის მეთოდებს მის სიცოცხლეშიც განიხილავდნენ. როგორც ცნობილია, თავად დაატარებდა ბავშვებს სკოლაში, გულმოდგინედ აკონტროლებდა მათ ყოველ ნაბიჯს და იმასაც ასწრებდა, რომ ძიძისთვის ედევნებინა თვალი. ბრიტანელი ჟურნალისტების ცნობით, პირველი ძიძა, ბარბარა ბარნსი იმიტომ დაითხოვა, რომ ის მეტისმეტად რბილი და ლოიალური იყო პატარა პრინცებთან მიმართებაში.