"ძვირფასო მამა,
მადლობა მინდა გითხრა, რომ მომეცი საშუალება, ვიყო ნამდვილი მე. ყველაზე ცუდ დროს დამინახე, დამიდექი გვერდში და მამხნევებდი, რომ უკეთესი გავმხდარიყავი. არასდროს გაგისამართლებივარ და ყოველთვის იყავი საუკეთესო მეგობარი, ვინც კი ოდესმე მყოლია.
მომწონს ის ფაქტი, რომ ორივე ერთად გავიზარდეთ, რამაც დადებითად იმოქმედა ჩვენს ურთიერთობაზე და განაპირობა ჩვენი მეგობრობა.
დაბადების დღეს გილოცავ, მამა!
შენ ნამდვილად საუკეთესო ხარ." - ეს ნატალია ყიფშიძის სტატუსია, რომლითაც გოგონა მამას დაბადების დღეს ულოცავს.
ნატალია გიორგის და კრისტი ყიფშიძის პირველი შვილია. მიუხედავად იმისა, რომ კრისტი და გიორგი ერთმანეთს დაშორდნენ, მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნეს, ბავშვი ხშირად იყო მამასთან და თავის მხრივ მამაც ჩართული გახლდათ ნატალიას ცხოვრებაში.
ახლა გიორგის თითქმის ნატალიას ასაკის ცოლი ჰყავს - ენი, რომელთანაც ორი შვილი - ლუნა და კოსმო შეეძინა, ნატალია აქტიურად არის ჩართული დედმამიშვილების გაზრდაში და ენის ყველანაირად ეხმარება.
სულ ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გასაჯაროვდა ფოტოები, სადაც გიორგის პირველი და მესამე ცოლები, კრისტი და ენი, შვილები - ნატალია და მისი პატარა და-ძმა ერთმანეთის კომპანიაში შესანიშნავად გრძნობდნენ თავს.
თეკლა ჟვანია