საქართველოში მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება უქმდება. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ომიკრონის გავრელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, გაუქმდეს მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება." თუმცა, მისივე თქმით, საზღვარგარეთ გასამგზავრებლად მწვანე პასპორტი კვლავ ძალაში რჩება.